პრემიერი: როგორც კი დაკომპლექტდა მთავრობა, მივიღეთ გადაწყვეტილება სამთავრობო აქტების გამჭვირვალობისთვის, ათიათასობით აქტია გამოქვეყნებული, ნებისმიერს შეუძლია, დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის ნიშანი, მზად ვართ კითხვებზე პასუხისთვის

არც ერთ დარგობრივ პოლიტიკას არ აქვს წარმატების რესურსი, თუ თვითონ მართვის სისტემა არ არის მოწესრიგებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „POSTV“-თან ინტერვიუში.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანა მოხვდეს ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

„ღიად ვისაუბრეთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა კორუფციას და რაც მთავარია, არამხოლოდ ვისაუბრეთ, არამედ მივიღეთ კონკრეტული ზომები და აქ არ ვგულისხმობ მარტო გამოძიების დაწყებას კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, მთავარი იყო პრაქტიკის მოწესრიგება. თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც კი დაკომპლექტდა ახალი მთავრობა - სამთავრობო აქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ. მას შემდეგ ათიათასობით სამთავრობო აქტია გამოქვეყნებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახსნას ეს აქტები და დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის რაიმე ნიშანი, მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხისთვის. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ნაბიჯებით, რაც უკვე გადაიდგა და რაც მომავალშიც გადაიდგმება, ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი აბსოლუტურად მიღწევადია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770556535

სპორტი

„ბორჯღალოსნებისა“ და შვეიცარიის ნაკრების დაპირისპირების პირველი ტაიმი ქართველების სასარგებლოდ 7:3 დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას მართავს. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ანგარიში 7:3-ია. გასვლითი მატჩში შვეიცარიაში, ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრ...

ბორჯღალოსნებისა

1770553887

მსოფლიო

ევროკომისიის კვლევა: ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სასურველიდან სტრატეგიულად აუცილებელ მარშრუტად იქცა, რაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და „ჩრდილოეთის დერეფნის“ მოწყვლადობას ასახავს, - აღნიშნულია ევროკომისიის კვლევაში ს...

ევროკომისია

1770551761

სპორტი

გიორგი შერმადინს „ტენერიფეს“ რიგებში 1205 მოხსნა დაუგროვდა, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია

გიორგი შერმადინმა საკალათბურთო კლუბ „ლაგუნა ტენერიფეს“ ისტორიაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. მას „სან პაბლო ბურგოსთან“ 88-96 წაგებული შეხვედრის შემდეგ საერთო ჯამში კანარის კუნძულების გუნდის რიგებში...

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე

1770550597

მსოფლიო

იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. წინასწარი გამოკითხვებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე...

არჩევნები

1770547287

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. მთავრობის ინფორმაციით, ზაფხული...

მთავრობამთავრობა