პრემიერი: რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ დამტკიცებიდან ძალიან მალევე, იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს
შევძელით „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ, რასაც ხმარდებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები - ეს იყო უამრავი პროპაგანდისტული ხაზი, მათ შორის, მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმადიდებელი ეკლესიის, სოციალური ინსტიტუტების წინააღმდეგ და სიძულვილის დათესვისკენ, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „POSTV“-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს.
„ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში შევძელით პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, ეს იყო რთული პროცესები, რომელიც გამოიარა ჩვენმა მთავრობამ, დამტკიცებიდან ძალიან მალევე. თუ რას ხმარდებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები, ეს იყო უამრავი პროპაგანდისტული ხაზი, მათ შორის, მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმადიდებელი ეკლესიის, სოციალური ინსტიტუტების წინააღმდეგ და მიმართული იყო, მათ შორის, სიძულვილის დათესვისკენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით. ეს არ იყო იოლი. აქაც იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს. ჩვენ ორი არჩევნები მოვიგეთ, რაც ბუნებრივია, არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამას ხედავს საზოგადოება“, - განაცხადა პრემიერმა.
1770556535
სპორტი„ბორჯღალოსნებისა“ და შვეიცარიის ნაკრების დაპირისპირების პირველი ტაიმი ქართველების სასარგებლოდ 7:3 დასრულდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას მართავს. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ანგარიში 7:3-ია. გასვლითი მატჩში შვეიცარიაში, ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრ...
1770553887
მსოფლიოევროკომისიის კვლევა: ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სასურველიდან სტრატეგიულად აუცილებელ მარშრუტად იქცა, რაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და „ჩრდილოეთის დერეფნის“ მოწყვლადობას ასახავს, - აღნიშნულია ევროკომისიის კვლევაში ს...
1770551761
სპორტიგიორგი შერმადინს „ტენერიფეს“ რიგებში 1205 მოხსნა დაუგროვდა, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია
გიორგი შერმადინმა საკალათბურთო კლუბ „ლაგუნა ტენერიფეს“ ისტორიაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. მას „სან პაბლო ბურგოსთან“ 88-96 წაგებული შეხვედრის შემდეგ საერთო ჯამში კანარის კუნძულების გუნდის რიგებში...
1770550597
მსოფლიოიაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. წინასწარი გამოკითხვებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე...
1770547287
საზოგადოებასაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. მთავრობის ინფორმაციით, ზაფხული...



























