პრემიერი: ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა, რადგან საკუთარ შანსს ხედავენ დასუსტებულ ეკონომიკაში, ჩვენი ოპონენტების ინტერესები პირდაპირ უპირისპირდება ქართველი ხალხის ინტერესებს

ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის და ლოგიკურია, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის არსებობს საპირისპირო მიზანი - მათ სურთ, რომ შესუსტდეს ეკონომიკა, რადგან საკუთარ შანსს ხედავენ დასუსტებულ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარშანდელი წლის დასაწყისში წარმოებდა კამპანია, რომ ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, რაც ჩავარდა.

„შარშანდელი წლის დასაწყისში წარმოებდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, ლარის კურსი დოლართან მიმართებით გადასცდებოდა 3.1-ს და ა.შ. მათ ასეთი განწყობის შექმნის სურვილი ჰქონდათ სწორედ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ასახულიყო ეკონომიკაზე, თუმცა ეს ჩავარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წარმატებით შევძელით ჩვენი ეკონომიკური დღის წესრიგის შესაბამისად მუშაობა, მათ შორის შარშანდელი წლის განმავლობაში. შარშანდელი წელი ჩავხურეთ 7,5% ეკონომიკური ზრდით, მაშინ როდესაც კონკრეტული ექსპერტები საუბრობდნენ, რომ მინუსით დასრულდებოდა შარშანდელი წელი. რადიკალურად განსხვავებული იყო შედეგი. ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის და ლოგიკურია, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის არსებობს საპირისპირო მიზანი - მათ სურთ, რომ შესუსტდეს ეკონომიკა, რადგან საკუთარ შანსს ხედავენ დასუსტებულ ეკონომიკაში. ეკონომიკა თუ სუსტდება, სოციალური ფონი მძიმდება და ასეთ პირობებში მათ მეტი შანსი აქვთ, რომ უზრუნველყონ ხელისუფლების შეცვლა, რაზედაც ოცნებობენ, განსაკუთრებულად 2020 წლიდან მოყოლებული.

ჩვენ საპირისპირო ინტერესი გვაქვს. ჩვენი ინტერესი ემთხვევა საზოგადოების ინტერესებს, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან. ჩვენი ოპონენტების ინტერესები პირდაპირ უპირისპირდება ქართველი ხალხის ინტერესებს, რაც ძალიან კარგად ჩანს ხოლმე. ჩვენი ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესები მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს და ამას საზოგადოებას გრძნობს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში ხალხმა გამოგვიცხადა მაღალი ნდობა. ვერავის ვერ გავატანინებთ ამ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე. წლევანდელი პროგნოზიც არის დამაიმედებელი და ვფიქრობთ, რომ რაც არის პირველადი პროგნოზი, იმასაც გადაჭარბებით შევასრულებთ. იმედი გვაქვს, რომ 6-7%-ის ფარგლებში მაინც იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის ზრდა, რაც სავსებით რეალურია, განსაკუთრებით იმ ზომების ფონზე, რაც კორუფციის წინააღმდეგ არის მიღებული. ვფიქრობ, ესეც დამატებით მნიშვნელოვნად უნდა აისახოს ეკონომიკური ზრდის ტემპებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770563741

საზოგადოება

პრემიერი: ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ

ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან...

ირაკლი კობახიძე

1770562059

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიის ნაკრები 54:3 დაამარცხა

მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებმა 7 ლელო დადეს. სულ მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 8 ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში 54:3 გახდა. „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა...

ბორჯღალოსნებ

1770557652

საზოგადოება

პრემიერი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თსუ-ს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბ...

ირაკლი კობახიძე

1770556535

სპორტი

„ბორჯღალოსნებისა“ და შვეიცარიის ნაკრების დაპირისპირების პირველი ტაიმი ქართველების სასარგებლოდ 7:3 დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას მართავს. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ანგარიში 7:3-ია. გასვლითი მატჩში შვეიცარიაში, ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრ...

ბორჯღალოსნებისა

1770553887

მსოფლიო

ევროკომისიის კვლევა: ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სასურველიდან სტრატეგიულად აუცილებელ მარშრუტად იქცა, რაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და „ჩრდილოეთის დერეფნის“ მოწყვლადობას ასახავს, - აღნიშნულია ევროკომისიის კვლევაში ს...

ევროკომისია