პრეზიდენტი: მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს. მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც პატრიარქის, გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ
მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტის თქმით, ის, რომ გაუქმდა ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებები, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა.
„თქვენი გადაწყვეტილება, რომ ამ უმძიმეს წუთებში გაგეზიარებინათ ჩვენი ტკივილი და უარი გეთქვათ ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვაზე, იმ ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების - ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა ეფუძნება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მადლობა სოლიდარობის იმ ღირსეული მაგალითისათვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ“, - წერს პრეზიდენტი.
1774329930
საზოგადოებაცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 20...
1774328605
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 მარტს საქართველოში
24 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...
1774298015
ახალი ამბებიბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებებზე: ისრაელი საკუთარ ინტერესებს დაიცავს!
დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ ის ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ისრაელი „ნებისმიერ სიტუა...
1774297594
ახალი ამბებიიანო ალიბეგაშვილი: პატრიარქის მუსიკა იყო ძალიან ღრმა, ეს იყო სწავლულის დაწერილი, გაოცებული ვიყავი მისი საოცარი ნიჭით, სრულყოფილებაში მოჰყავდა ყველა ნაწარმოები, ქმნილება თუ ქმედება
ოპერის მომღერალი იანო ალიბეგაშვილი „რუსთავი 2-ის“ ეთერში პატრიარქთან ურთიერთობას, ასევე, მასთან ერთად პატრიარქის მიერ შექმნილ საგალობელ „ავე მარიას“ შექმნის ისტორიას იხსენებს მომღერლის თქმით, პატრიარქ...
1774296222
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელისა და აშშ-ის სა...



























