პრემიერი: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან-ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს! განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისთვის

ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან-ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს!, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის მუსლიმ თემს გულწრფელი თანაგრძნობის, მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის.

„წელს ეს დღესასწაულები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას.
სწორედ ჭირსა თუ ლხინში ერთად დგომაა ის მყარი საფუძველი, რომელსაც ჩვენი ერთობა ეყრდნობა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მხარდამხარ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენც, დღევანდელი თაობები, ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს.

უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774333553

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდები...

ნარკოტიკი

1774333032

ახალი ამბები

„ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში“ - ვიქტორ ორბანმა მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

„ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში“, - ამ სიტყვებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერ მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უნგრე...

 - ვიქტორ ორბან

1774331230

მსოფლიო

ანტისემიტური აქტების გახშირების ფონზე, ბელგია ებრაული თემის უსაფრთხოებას ამკაცრებს

ბელგია ებრაული თემის უსაფრთხოებას ამკაცრებს. ქვეყნის დიდ ქალაქებში, ებრაულ ობიექტებთან, მათ შორის სინაგოგებთან და სკოლებთან სამხედროები განალაგეს. გამკაცრებული ზომები ბელგიაში ანტისემიტური აქტების გახ...

ბელგიის პოლიცია

1774329930

საზოგადოება

ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 20...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1774329276

საზოგადოება

პრეზიდენტი: მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს. მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც პატრიარქის, გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ

მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მ...

საქართველოს პრეზიდენტი