მეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, სადაც სოციალურად დაუცველებს ტრაპეზზე უმასპინძლა
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სინოდის წევრებთან ერთად, საპატრიარქო რეზიდენციაში გადაიხადა პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სულის საოხად, რომელსაც საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად სოციალურად დაუცველები ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, საპატრიარქოს თანამშრომლებისა და ისრაელის ქართველ ემიგრანტთა ინიციატივით მათთვის სპეციალურად ტრაპეზი მომზადდა.
„მისი უწმინდესობის თვისებებზე ბევრი ითქვა ამ დღეებში, რა იყო ის თვისებები, რომლითაც ის ესოდენ განდიდდა. ვნახეთ როგორი სიყვარულით, ალერსითა და პატივისცემით აცილებს მთელი ერი. რას ამბობს წმინდა სახარება: რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ის ამაღლდეს. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ. უწმინდესს ჰქონდა დიდი მოწყალება და სიყვარული ადამიანებისადმი. შეეძლო აკადემიკოსთან აკადემიკოსი ყოფილიყო, უბრალო ადამიანთან ძალიან უბრალო, ბავშვთან კი ყოფილიყო როგორც ბავშვი. პირველ რიგში ადამიანზე, გაჭირვებულებზე ზრუნავდა და აი შედეგიც, როგორ უპასუხა მის სიმდაბლეს და მოწყალე გულს ერმა. ასე რომ, ჩვენ თუ გვინდა უფალმა შეგვიწყალოს და შეწევნა გვქონდეს, უნდა მივბაძოთ მისი უწმიდესობის ამ საოცარ თვისებებს, რომლებიც მან სრულყოფილად მოიხვეჭა, სრულყოფილების კიბეს მიაღწია. შეგვეწიოს მისი უწმინდესობა თავისი წმინდა ლოცვებით, მისი სული კი სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს“, - განაცხადა მეუფე შიომ.
1774335621
საზოგადოებათამარ ტალიაშვილი: მელანია ტრამპის უშუალო მოწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია. იგი დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს სამიტში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში
მელანია ტრამპის უშუალო მოწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა. ტალიაშვილის თქმით, იგი დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს სამიტში, რომელიც ე...
1774334245
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 105...
1774333553
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდები...
1774333032
ახალი ამბები„ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში“ - ვიქტორ ორბანმა მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
„ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში“, - ამ სიტყვებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერ მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უნგრე...
1774332209
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან-ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს! განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისთვის
ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან-ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს!, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში. მთა...



























