შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება; როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად; როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს
საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, მტკიცეა ეროვნული თვითშეგნებაც და მტკიცეა თავად სახელმწიფოც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აღავლენდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ, ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და პასუხისმგებლობაზე.
მისი თქმით, სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება; როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად; როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს.
„საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, მტკიცეა ეროვნული თვითშეგნებაც და მტკიცეა თავად სახელმწიფოც.
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ - ომები, შემოსევები, იმპერიების ზეწოლა, სარწმუნოების, ენისა და იდენტობის წაშლის მცდელობები, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნება. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართულმა ოჯახმა შეძლო - ოჯახმა, რომელმაც თაობიდან თაობას გადასცა რწმენა, სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და წინაპართა პატივისცემა.
წლევანდელ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ არის. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების საფუძველი. ქრისტიანობამ ქართველ ხალხს მისცა ის სულიერი ღერძი, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა და გადაგვარჩინა.
სწორედ ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და პასუხისმგებლობაზე. ოჯახი, სადაც იზრდება მომავალი თაობა; სადაც ბავშვი პირველად სწავლობს რა არის სამშობლო, რა არის სიკეთე, ღირსება, შრომა და ერთმანეთის პატივისცემა.
დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა. სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება; როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად; როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს.
ქართული ოჯახი ყოველთვის იყო არა მხოლოდ სოციალური ერთეული, არამედ ეროვნული გადარჩენის ინსტიტუტი. სწორედ ოჯახმა გადაარჩინა ქართული ენა, ქართული სიმღერა, ტრადიციები, ქრისტიანული რწმენა და ეროვნული მეხსიერება.
ამიტომ, ჩვენი ვალია, მომავალ თაობას გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, არამედ სულიერად მტკიცე საქართველო, ქვეყანა, რომელიც საკუთარ ისტორიას იცნობს, საკუთარ ფასეულობებს უფრთხილდება და მომავალს სწორედ ამ საფუძველზე აშენებს.
ამ დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს წმინდა პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც 17 მაისი აქცია ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ.ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! ღმერთი ფარავდეს ქართულ ოჯახს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1779012052
საზოგადოებაშიო მესამე: ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არამარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს
სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა, - განაცხადა სრუ...
1779011319
საზოგადოებაშიო მესამე: დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის
დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიად...
1779010402
საზოგადოებაგენო პეტრიაშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და ულამაზესი დღეა, მინდა ჩვენ მოსახლობას მხნეობა, ერთიანობა და სიყვარული ვუსურვო
პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, გენო პეტრიაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. ამის თაობაზე მან მსვლელობის დროს, მედიასთან ისაუბრა. „დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ნამდ...
1779009672
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და იმ გზის გაგრძელება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს
მივულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. მართლა უმნიშვნელოვანესი დღეა დღეს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ქართველები ოდითგანვე ოჯახის სიძლიერეზე იდგნენ და დღევანდელი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აგრძ...
1779009003
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის
უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. მან საზ...



























