პირს, რომელმაც პროკურატურის მტკიცებით, ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა, 8 წელი მიუსაჯეს
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო", – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ა.ლ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარკვეული პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე 17 ივლისს, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სოფელ ფონიჭალაში ბრალდებულის სახით ფ.ა. დააკავეს.
სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი- 2 გრ. ქუჩის ჰეროინი, ე.წ. „სირეცი“ რომელიც 0.9256 გრ. ჰეროინს შეიცავდა, ფ.ა.-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ა.ლ.-ს, ნ.ნ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ. კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა. დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში.
ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ შეიცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
🔲 ქუთაისში ტურისტი სცემეს და ტელეფონი წაართვეს - დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი
🔲 გიორგი ფხაკაძე: ფაიზერით ვაქცინირებულმა დედებმა დაბადეს 2 000 ჯანმრთელი ბავშვი
1773856106
ახალი ამბებიილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...































