ლევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, ევრობიუროკრატები შეეგუებიან იმას, რომ ვერ ჩაანაცვლებენ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში - ვერც არჩევნების და ვერც არეულობის გზით, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს

რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი სახის დიალოგისთვის და არაერთხელ განგვიცხადებია და პრემიერ-მინისტრმაც მზადყოფნა გამოხატა, რომ ნებისმიერ დროს იგი მზად არის, რომ ჩავიდეს შეხვედრაზე ევროკავშირში და გაიაროს ნებისმიერი საკითხი, რაც მათ აწუხებთ. ოღონდ ეს შეხვედრა უნდა იყოს არგუმენტებზე დამყარებული, მიმოცვლა უნდა იყოს აზრების და არა მხოლოდ თითის ქნევა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება და 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოება იგეგმება, სავარაუდოა, რომ სულ სხვა მოცემულობა იქნება.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრობიუროკრატები შეეგუებიან იმას, რომ ვერ ჩაანაცვლებენ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში - ვერც არჩევნების გზით და ვერც არეულობის გზით. შეეგუებიან ამ ყველაფერს, დასხდებიან, დაიწყებენ ჩვენთან საუბარს. ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ გამოღვიძება არის დაწყებული ზოგადად მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატებში საღმა აზრმა გაიმარჯვა. ევროპაშიც ძალიან ბევრი ცვლილებებია. 2030 წელს, როდესაც მათი შემდგომი გაფართოება იგეგმება, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან ბევრი რაღაც იქნება შეცვლილი ევროკავშირშიც“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762766503

საზოგადოება

კახა კალაძე არაბულ ინვესტიციაზე: აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა

„ოპონენტები ჯერ ამბობდნენ, რომ ვიტყუებოდით და არაბული ინვესტიცია არ განხორციელდებოდა, ახლა ნარატივი შეცვალეს და ცდილობენ პროექტს ზიანი მიაყენონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში ა...

კახა კალაძე

1762766104

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი 9 კუბურ მეტრამდე წიფელის...

სატყეო სამსახური

1762765370

საზოგადოება

კახა კალაძე ევროკავშირზე: ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს - იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროკავშირისგან მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს. ამის შესახებ მან...

კახა კალაძე

1762763447

საზოგადოება

გედევან ფოფხაძე: არაბუნებრივია რომ მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი არ არის, დაგვჭირდება თანადგომა, მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით

„თუ აქ არის მოშიმშილეთა რაღაცა ჯგუფი აბსოლუტურად არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი იმიტომ, რომ ჩვენ 24 საათიან რეჟიმში დაგვჭირდება თანადგომა ჩვენი მეგობრების, თანამოაზრეების, თა...

გედევან ფოფხაძე

1762759205

საზოგადოება

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სოფელ ისულაში წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი აკურთხა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულაში წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აკურთხა. ინფორმაცი...

 მეუფე შიო