ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი
                ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.
ამავე პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში 17 ღვინის ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ასევე აღსანიშნავია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამართული ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას. საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 23 გამოფენა-ფესტივალი და 6 დეგუსტაცია-კონკურსი გაიმართა.
ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხორციელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა და 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.
1762257124
ახალი ამბებიმარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები...
1762255610
ახალი ამბებისაკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დრო...
1762254217
საზოგადოებაპროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს...
1762251333
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი, ევროკავშირის გაფართოების წელი, მოვა, ამ დროისთვის სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი - დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ევროკავშირშიც გაიმარჯვებს საღი აზრი
„ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი, ევროკავშირის გაფართოების წელი, მოვა, ამ დროისთვის სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი. ისევე, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, დარწმუ...
1762250993
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა გაფართოებული ფორმატით იმართება. საქართველო წელს ასევე, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა...

















                                    
                                    
                                    
                                        
                                        
                                        
                                        
                                        








