"ქართული ოცნება" უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს.
ქადაგიშვილის თქმით, სახეზეა რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ მთელ კონტინენტს.
ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყოს ძალიან მჭიდროდ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.
უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან.
არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს.
გამომდინარე აქედან, ყველა განცხადება და რეზოლუცია, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენც ვამზადებთ, უნდა იყოს აცდენილი ესკალაციის გადმოტანას საქართველოში.
ერთი ძალიან საგანგაშო სიგნალი გეგმის შესაძლო განხორციელების შესახებ უკვე გაცხადებული იქნა, როდესაც ბიბილოვმა, ე.წ. თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიწყებთ მზადებას, რათა შესაძლო ქართული პროვოკაციებისგანაც დავიცვათ თავიო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტს მიმართა და უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა.
სხვა სიახლეები:
🔳 ოკუპირებულმა სოხუმმა დონბასიდან 93 ევაკუირებული ადამიანი მიიღო
🔳 18 ილ-76 თვითმფრინავი კიევის მიმართულებით აფრინდა
🔳 ჩერნიგოვის მახლობლად 74-ე რუსული მოტომსროლელი ბრიგადის სადაზვერვო ოცეული ჩაბარდა
1791577329
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკება დავასრულე - რუსეთი ამერიკულ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
„ახლახან დავასრულე მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან. რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის“, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქ...
1791573743
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა - „რადიშ თორდია - 90“ გაიხსნა. რადიშ თორდია XX საუკ...
1791570692
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დ...
1791569517
ახალი ამბებიილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....



























