"როდესაც ვინმე ბედავს და წამებაზე საუბრობს, თვითონ, ხომ არ ახორციელებენ მორალურ ტერორს და იქით ხომ არ აიძულებენ პატიმარ სააკაშვილს შიმშილობა არ შეწყვიტოს?"- რატი ბრეგაძე ოპოზიციაზე
"კონსილიუმის არც ერთ დასკვნაში არც ერთში, ხაზგასმით ვამბობ - არ ყოფილა საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და მით უმეტეს სამოქალაქო კლინიკაში", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ბრეგაძემ განაცხადა, პენიტენციური სამსახური ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
"რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში?? ის, რომ ამ პატიმარს 130-ზე მეტი ვიზიტორის ნახვის შესაძლებლობა აქვს? ის, რომ შეუზღუდავად შედიან ადამიანები? არამხოლოდ ის უფლებები, რომლის დაცვის ვალდებულება გვაქვს ჩვენ და რომელშიც არ უნდა ჩავერიოთ, არამედ პირიქით პოზიტიური გაგებით შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მისი უფლებების სრულად რეალიზაცია მოხდეს, ეს არის წამება? პენიტენციური სამსახური ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
რაც შეხება კერძო და სამოქალაქო კლინიკებს, რომელიც მართლა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით არის აკვიატებული ტერმინი ოპონენტების მხრიდან და საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს კონსილიუმმა თქვა.
კონსილიუმის არც ერთ დასკვნაში არცერთში, ხაზგასმით ვამბობ, რომ არ ყოფილა საუბარი რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და მით უმეტეს სამოქალაქო კლინიკაში.
ბუნებრივია ჩნდება განცდა, იმისა, რომ ეს ხალხი, რომელიც საუბრობს სამოქალაქო კლინიკაზე, ცდილობენ რაიმე ფორმით მოხდეს ამ ადამიანის გაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, ბუნებრივია იქ მის უსაფრთხოებას დასჭირდება ბევრად მეტი ძალა სახელმწიფოს მხრიდან და შეეცდებიან იქ მოაწყონ პროვოკაცია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ვრცელდება არაერთი ტყუილი, ხოლო ოპოზიცია თავად ძალადობს პატიმარ სააკაშვილზე.
"თითქოსდა საუბარი იყო გორის ჰოსპიტალზე, თითქოსდა ოსურ დაჯგუფებას უნდა გაეტაცებინა... ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეეშვას ეს ხალხი ამ ზღაპრებს.
გავრცელდება ტყუილი? - მუდამ ვუპასუხებთ საზოგადოებას სიმართლით.
როდესაც ვინმე ბედავს და წამებაზე საუბრობს, თვითონ, ხომ არ ახორციელებენ მორალურ ტერორს და იქით, ხომ არ აიძულებენ პატიმარ სააკაშვილს შიმშილობა არ შეწყვიტოს? როდესაც ღია ეთერებში მოუწოდებენ, რომ არ გაბედოს თორემ, როგორც პოლიტიკოსი განადგურებული იქნება.
როგორც შემდეგ ვიღაც პოლიტიკოსები აცხადებენ კონტრ-შიმშილობას, იმისთვის, რომ ის გადაყვანილ იქნეს სამოქალაქო კლინიკაში, რის საფუძველზე აცხადებენ? ბუნებრივია შიმშილი მათი უფლებაა, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი განპირობებულია იმ სურვილით, რომ საზოგადოებაზე მორალური ტერორი განახორციელონ და არ ცნონ არჩევნების შედეგები.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები წააგო, 63:1-ის წინააღმდეგ.
დაასრულონ ამ პატიმრის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ისნის თავად ძალადობენ პატიმარ სააკაშვილზე", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792504819
მსოფლიოკოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით ოქროს არალეგალური მაღარო ჩამოინგრა, - ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია წერს, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა დ...
1792503350
ახალი ამბებიიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III: საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის შესრულება არის სულიერი გახსენებისა და ღმერთისადმი მადლიერების შესაძლებლობა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ის...
1792502754
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატის მიერ გავრცელ...
1792501727
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1792500891
ახალი ამბებიირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ....































