მიხეილ სარჯველაძე პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიება ტრადიციული მედიცინის სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების, ასევე გლობალური პერსპექტივებისა და განვითარების საკითხების განხილვის მიზნით გაიმართა.
მიხეილ სარჯველაძემ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება ქვეყნებს უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრმა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემაში ამ რგოლის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„საქართველოს მიაჩნია, რომ ტრადიციული მედიცინის ჯანდაცვის სისტემებში ინტეგრირება სამ ფუნდამენტურ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: მეცნიერულ მტკიცებულებებს, პაციენტის უსაფრთხოებასა და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვას.
ტრადიციულ მედიცინას შეუძლია, შექმნას დამატებითი შესაძლებლობები ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის, რეაბილიტაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. თუმცა მისი ინტეგრირება უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დადასტურებულ მტკიცებულებებს, მკაფიო პროფესიულ სტანდარტებსა და სათანადო მარეგულირებელ ზედამხედველობას. ასევე, მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო
თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კვლევების შედეგების, რეგულირების სფეროში დაგროვილი გამოცდილებისა და ინტეგრირებული ზრუნვის ინოვაციური მოდელების გაზიარება ქვეყნებს დაეხმარება ისეთი მიდგომების გამოვლენაში, რომლებიც ერთდროულად შეესაბამება კულტურულ თავისებურებებს და ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას. როდესაც ვალდებულებიდან კონკრეტულ მოქმედებებზე გადავდივართ, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ისეთი პირველადი ჯანდაცვის სისტემების ჩამოყალიბება, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული პრევენციაზე, ინკლუზიურობაზე, მდგრადობასა და მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებაზე.
საქართველო კვლავ ერთგულია ამ გარდაქმნის პროცესის მიმართ და მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მათ შორის ჩინეთთან და ჯანმოსთან თანამშრომლობას, რათა ხელი შევუწყოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, უსაფრთხო და ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ჩინეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმში ჯანდაცვის მინისტრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები, ტრადიციული მედიცინისა და ჯანდაცვის პოლიტიკის, ეროვნული, თუ საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის განვითარებისთვის აუცილებელ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმებზე 2025–2034 წლებისთვის WHO-ს ტრადიციული მედიცინის გლობალურ სტრატეგიის ფარგლებში იმსჯელეს.
ორდღიან ფორუმზე სიტყვით გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში მონაწილეებმა განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორის ჩართულობით, მომსახურების
ინოვაციური მოდელებისა ტრადიციული მედიცინის გამოყენებით. ასევე, ისაუბრეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინასა და ინტეგრირებულ მედიცინაზე. იმსჯელეს იმ გზებზეც, რომელთა მეშვეობითაც ტრადიციული მედიცინის უსაფრთხო და ეფექტიანი მომსახურება უკეთ ინტეგრირდება ეროვნულ ჯანდაცვის სისტემებში.
საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.
1793001036
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს და ს...
1792999829
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ
„მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მ...
1792998870
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აინტერესებს და არა ქართული საზოგადოება - ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარი ხელისუფლება სურთ, რათა შუა დერეფანზე კონტროლი მოიპოვონ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ნაცვლად საკუთარი ინტერესების გამტარი ხელისუფლების ხილვა სურს, რათა აზიის ქვეყნებმა, მათ...
1792995535
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართებ...
1792993422
ახალი ამბებიზურაბ რურუა: მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება
5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომ...































