"სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ მოვუწოდებთ "ნაცმოძრაობას", რომ დაუყონებლივ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით" - ანა დოლიძე
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ განცხადებებს სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებულად განიხილავს.
"მივიჩნევთ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ მას ამავე დროს უნდა ჰქონდეს დაცული, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუყონებლივ გამოიყენოს ევროპის ადამიანთა კონვენციის 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი დროებითი პროცედურა, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა მისი მოთხოვნის შესაბამისად, სამოქალაქო საავადმყოფოში.
39-ე მუხლით დადგენილი დროებითი პროცედურით სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ იხილავს საკითხებს, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და გადარჩენის საკითხებს.
ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს იმედი, ადრე, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეში, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ განიხილავს ადვოკატების ამ მიმართვას და გამოიტანს გადაწყვეტილებას გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო საავადმყოფოში მისი სიცოცხლისა და ჯანრთელობის დასაცავად", – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 26-ე დღეა შიმშილობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794513219
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ
„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...
1794512126
მსოფლიოაშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...
1794510257
მსოფლიოსროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...
1794508261
ახალი ამბებითბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...
1794507612
ახალი ამბებიშიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...































