საგარეო უწყება, ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას, თანაგრძნობისთის მადლობას უხდის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო მიღებული თანაგრძნობისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მადლობას უხდის.
უწყება განცხადებას "ტვიტერზე" ავრცელებს.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერას, რომელიც ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გამოხატეს, სადაც საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მთელი საქართველო გლოვობს შემზარავი ინციდენტის მსხვერპლებს. დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის", – ნათქვამია საგარეოს სამადლობელ წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.
ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია.
ნგრევას ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი პირი კლინიკაში რჩება, 36 წლის კაცი კონტაქტურია. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილური.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
1793648993
ახალი ამბებიკოტე კემულარია: პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა
„პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“, - ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა კოტე კემუ...
1793647862
ახალი ამბებისოზარ სუბარი: 2012 წელს სრული სკრინინგი ჩავატარეთ და ყოველ მეორე პატიმარს C ჰეპატიტი ჰქონდა - ეს იყო ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება, სწორედ აქედან დაიწყო C ჰეპატიტის ის პროგრამა, რომლითაც ასე ვამაყობთ
ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, საპატიმროებში არსებულ მძიმე ვითარებას იხსენებს და...
1793647002
ახალი ამბებისოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არათუ სინანული და წარსულის გააზრება არ აქვთ, არამედ დღესაც მზად არიან, იგივე გაიმეორონ
ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, „დებატების“ ეთერში, იხსენებს საქმეს „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ძველი და ვერ...
1793644129
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატს შორის დასახელდა
„საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების 26-კაციან საბოლოო სიაში მოხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესი...
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...































