„სანდროს გაყინულ ტბაზე სრიალისას ყინული ჩაუტყდაო“ - ნათია ფანჯიკიძე ყრუ-მუნჯი ბავშვის ისტორიას იხსენებს
ფსიქოლოგი, ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე, გუშინ ყრუ-მუნჯი ახალგაზრდის, პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
„გამხეცებული პოსტი დავწერე გუშინ პოლიციელზე, ციხიდან ცხვირი არასდროს გამოყოსმეთქი. გამოვუშვი ბრაზი და ცოტა ხანში ჩემი პოსტი ისევ რომ შემომხვდა, ისე უსიამოვნო იყო, მივმალე.
უხსოვარ დროს, ბავშვთა სახლში რომ ვმუშაობდი, პატარა მუნჯი ბიჭი გვყავდა ერთი, სანდრო. „ჟღვლინტიანი“ ბავშვები ხომ გინახავთ, ნებისმიერ ამინდში, სულ რომ ცხვირიდან მოსდით, - ასეთი იყო. ყოველ დილას, ეზოს კართან მელოდა და რომ მხედავდა, სიხარულისგან ყვირილი უნდოდა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა. მაინც მესმოდა მისი "ხმა". ისეთ დიდ პირს აღებდა, ნიკაპი მკერდზე ებჯინებოდა და გაფართოებული, განათებული თვალებით მორბოდა ჩასახუტებლად და მერეც, მთელი დღე გულზე მყავდა აკრული. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ტანსაცმელზე ლოკოკინას ვერცხლისფერი ნაკვალევივით მქონდა მიხატული მისი „ჟღვინტები“.
უკვე ნიუ იორკში ვცხოვრობდი, ბავშვებს რომ ჩვეულებისამებრ მოსაკითხად დავურეკე და მითხრეს, სანდრო ცოტა ხნით სოფელში, სახლში წაიყვანეს და გაყინულ ტბაზე სრიალისას ყინული ჩაუტყდაო.
ჩემს ყველაზე ღრმა ტრავმათაგან ეს ტრავმა ერთ-ერთია და ჩემს ყველაზე მკაფიოდ ჩაბეჭდილ სურათებს შორის, სანდროს სახე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა. ერთადერთი, რის მოგონებაც არ შემიძლია, მისი ხმაა, რომელიც არასდროს ამოუღია. რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს სახე ჩემთანაა და ყველგან, სადაც ლოკოკინას ვერცხლისფერ კვალს ვხედავ, ჩემთან ბრუნდება. ამ დროს მონატრებას და მთელ სხეულში საშინელებას ერთად ვგრძნობ, რის გამოთქმაც შეუძლებელია.
ჰოდა ციხიდან ცხვირი არ გამოყოს დროზე ადრე მაგ სადისტმა.“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ამავე თემაზე:
📌 დაკავებულია 2 პოლიციელი - ძალადობა შშმ პირზე
📌 ტრამვირებულია, დაზიანებები აღენიშნება - როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელიც პოლიციელმა სასტიკად სცემა
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































