საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ დააკმაყოფილა შუამდგომლობა არქიმანდრიტ დოროთესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ბოლო პერიოდში, მასმედიის საშუალებით თუ ამბიონიდან ქადაგებებისას, გამუდმებით გამოთქვამდა საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრების თუ ცალკეული სასულიერო პირების მისამართით უსამართლო ბრალდებებს და აკეთებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს. აღნიშნულის გამო, ამ წლის 16 სექტემბერს მასთან შედგა გასაუბრება, სადაც მან განაცხადა, რომ გაითვალისწინებდა და შეწყვეტდა მსგავს განცხადებებს, თუმცა ეს პირობა 28 სექტემბერს დაარღვია.
ამის შემდეგ იგი ორგზის იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზეც, რომელზეც არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის ერთხელ საყვედური გამოეცხადა, ხოლო მეორედ ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. შემდეგ, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, არქიმანდრიტ დოროთეს კომისიის სახელით გაეგზავნა წერილი, რომელშიც იყო შეგონება და ქრისტესმიერ ძმობაში დაბრუნებისკენ მოწოდება(რომელსაც ვასაჯაროებთ). თუმცაღა, მიუხედავად ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა, არქიმანდრიტმა დოროთემ კვლავ გააგრძელა უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებები საეკლესიო იერარქების მიმართ, რის გამოც, იგი ისევ იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზე მიმდინარე წლის 16 დეკემბერს.
გამომდინარე იქიდან, რომ არქიმანდრიტმა დოროთემ კომისიაზე დაბარების ცნობის მიღების შემდეგ, ქადაგებისას და, ასევე, სატელევიზიო გამოსვლებისას კვლავ გამოთქვა ეკლესიის იერარქების მისამართით შეურაცხყოფა და უსამართლო ბრალდებები, 15 დეკემბერს, ქორეპისკოპოსების, სინოდალური კომისიის წევრი მღვდელმთავრების, აგრეთვე ცალკეული სასულიერო პირების - საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერისა და პატრიარქის მდივნის მიერ გადაწყდა, შუამდგომლობით მიემართათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის არქიმანდრიტ დოროთესთვის (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე. მისმა უწმინდესობამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1765893462
საზოგადოებასოზარ სუბარი: ნაციონალური მოძრაობა, საია და მთელი ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და ენჯეოების დიდი ნაწილი ქვეყანაში მეხუთე კოლონას წარმოადგენს და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. „ასეთი პოლიტიკური სუბიექტი [ნაციონალური მოძრაობა] არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რადგან იგი...
1765892129
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას ჩვენც ვაპირებთ, ქვეყნის გაშავების მცდელობა ჰქონდათ და სიცრუეს არ გავუტარებთ
„ბიბისის“ წინააღმდეგ სიცრუეზე სარჩელის მომზადებას ჩვენც ვაპირებთ, არ გავუტარებთ სიცრუეს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ჰქონ...
1765891900
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: უკრაინას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ უსამართლო ომის შედეგად
უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...
1765891476
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება რუსეთისთვის ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით
სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება [რუსეთისთვის] ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს...
1765890814
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...



























