ზელენსკი: გაურკვეველია, იქნება თუ არა უსაფრთხოების გარანტიები დროში შეზღუდული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებზე ჯერ კიდევ ტოვებს ღიად ცალკეულ საკვანძო ელემენტებს, კერძოდ, მათი მოქმედების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებზე დეტალური მოლაპარაკებების მრავალი რაუნდის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხი გადაუჭრელი რჩება - კერძოდ, იმის თაობაზე, იქნება თუ არა ეს გარანტიები უვადო.
„მე არ შემიძლია ვთქვა, რამდენი წლით არის ეს [გარანტიები] და იქნება თუ არა ესა თუ ის გარანტია რაიმე ვადით შეზღუდული. ამას ჯერ არ განვიხილავთ“, - განაცხადა მან აშშ-თან მოლაპარაკებებზე საუბრისას.
სამაგიეროდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ის, რომ ეს გარანტიები „უნდა იყოს კენჭისყრით მიღებული აშშ-ის კონგრესში“.
„ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი [კონგრესის მიერ რატიფიცირებული] გარანტიები იმუშავებს“, - განმარტა მან.
1765911529
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას
„ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას“, - გ...
1765911484
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ
„ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები და...
1765911435
საზოგადოებაპრემიერი: რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ - ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ - უკრაინა
„რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა, სამჯერ - ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს...
1765911382
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ევროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული
„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხი...
1765911342
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ
„თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მა...


























