საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. საუბრისას მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანია, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული მმართველობის განვითარების საკითხებში.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის კონცეფცია. ამ მიდგომის მთავარი იდეაა, რომ ხელოვნური ინტელექტი არ იყოს მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი და ის ემსახურებოდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოქალაქის მოთხოვნებზე სახელმწიფოს მხრიდან უფრო სწრაფ რეაგირებას“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ციფრული მმართველობის, ელექტრონული სერვისების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.

კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრის, იუნ ჰო-ჯუნის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს:

,,ძალიან კარგი შეხვედრა შედგა საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან, ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმაოთ ციფრული თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ჩვენ სამინისტროებს შორის, განსაკუთრებით, ციფრული განვითარების დაჩქარებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით“.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ფორუმების ორგანიზებას. ცენტრს აქვს პოტენციალი, შეასრულოს რეგიონული ჰაბის ფუნქცია ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს შემდგომი განვითარება.

კორეელ პარტნიორებთან ერთად ოქტომბრის დასაწყისში საქართველო უმასპინძლებს ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის სამუშაო შეხვედრას.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788862315

საქართველო

განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს (Spending Efficiency ) აქვეყნებს. ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ფინანსების ეფექტურობას ორ ძირითად სფეროზე...

საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

1788862217

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ ადამიანს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ ადამიანს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ...

ჯუანშერ ბურჭულაძე

1788860628

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგი...

პროკურატურა

1788859991

საზოგადოება

GWP: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოქმედი კანონმდებლობისა და სემეკის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოში, წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიე...

წყალი შეწყდება

1788858966

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა აჭა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო