საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს - შალვა პაპუაშვილი შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს.
„საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1764583407
საზოგადოებასაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინ...
1764582074
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა თანამედროვე საუნივერსიტეტო 2 ქალაქის მშენებლობას იწყებს
საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების გა...
1764580969
საზოგადოებარატი იონათამიშვილი BBC-ს სტატიაზე: ქიმიური რას ეყოფა, ბარემ ბიოლოგიურიც ჩაეწერათ, მათი რა მიდიოდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „უფროსის გარეშე დარჩენილ BBC-ში...
1764579926
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამარ...
1764577803
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....



























