„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი: რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და „სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი გამოდის, ბრალს აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, კაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

„სჭირდება, ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე „სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები?,“- წერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკაშვილი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

აქტივისტი ამბობს, რომ კითხვები რომ ჩნდება, ბუნებრივია და ყველაფრის მართლებას ნუ დაიწყებენ.

„მაშინ როცა 4 ოქტომბრის გამო ხალხს ცხოვრება დაენგრა, უბრალო ოჯახებს, ზოგ ახალგაზრდას ქვეყნიდან წასვლა მოუწია, ენატრებათ საქართველო და ვერ ჩამოდიან, 7 წლის ბავშვს სახლში შეუვარდნენ და დედამისი მის თვალწინ დააკავეს, ახალგაზრდა გოგოს 7 წელი მიუსაჯეს, რაც იმის განაჩენიც არის, რომ მოუნდეს, შვილს ვეღარ გააჩენს, მამა დაიჭირეს, რომელსაც 2 და 4 წლის პატარები ჰყავდა, ასევე მეორე მამა დაიჭირეს, რომელსაც 4 შვილი ჰყავდა და მათგან ერთს ღვიძლის დაავადება და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე „სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?! ის გარეთ იქნება თუ შიგნით ეგ არის მეათასეხარიახოვანი და საკითხის მაგ ჭრილში გადატანა მიამიტობაა, მთავარი არის აი ეს აქცენტი: “ყველას ვთხოვ, მამაკაცური ძალა გამოირჩეს, ქალბატონები აქ უნდა იდგეთ.

გამოდით მამაკაცური ძალა ბარათაშვილის პარკისკენ. შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს” - ამის ავტორი 1 წლის მერე აღიარებს ბრალს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მას რომ აკავებენ, ამბობს ასეთ რამეს: “არ დაელაპარაკოთ [ფინანსურ] რესურსიან ხალხს, აზრი არ აქვს, მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი. იქ მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტ საიდუმლოს შენახვაც იქნება. ეს მნიშვნელოვანია ძალიან.

ენდეთ იმათ, ვისი ნდობის შინაგანი გრძნობაც გაქვთ. თუ რაღაც გკარნახობთ, რომ არ უნდა ენდოთ – არ ენდოთ იმას.“ საინტერესოა, თვითონ ვის დაელაპარაკა და ვის ენდო. მურთაზ ზოდელავას ჯერ 2025 წლის 11 სექტემბერს აკავებენ ხაბეიშვილთან ერთად, ხოლო 2 დღეში ათავისუფლებენ გირაოთი. 2025 წლის 4 ოქტომბერს ის მიდის მიკროფონთან და ასახელებს პრეზიდენტის სასახლეს, უხმობს მამაკაცურ ძალას, მოკლედ ყველაფრის თავი ეგ არი, სხვა ორგანიზატორებს უთქვამთ სასამართლოზე, ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში ამ სასახლის ამბავზეო. ხოდა ამ ყველაფერზე კითხვები რომ ჩნდება, ბუნებრივია და ყველაფრის მართლებას ნუ დაიწყებთ“,- წერს მამუკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791262099

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.  ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსა...

ამინდი ამინდი

1791232180

ახალი ამბები

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა, დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი ადამიანი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით ისე, რომ არ ითვალისწინებს გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობას

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს სოციალურ ქსელში პასუხობს. ოჯახი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფე...

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი

1791228452

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: დასავლეთისთვის საქართველო, უკრაინაც უნდა ყოფილიყო ის პოლიგონი, სადაც რუსეთი უნდა დაეღალათ, ისინი გვიყურებდნენ როგორც სამსხვერპლოს, რაზედაც უარი ვთქვით და ამის გამო აქ რევოლუციას გვიწყობდნენ

„დასავლეთისთვის საქართველოც და უკრაინაც უნდა ყოფილიყო ის პოლიგონი, სადაც რუსეთი უნდა დაეღალათ. რუსეთს უნდა შევწირვოდით, რათა მაკრონებს, კალასებსა და კუბილიუსებს იქ მშვიდად განცხადებები ეკეთებინათ, აქ...

ირაკლი ზარქუა

1791225960

ახალი ამბები

გია აბაშიძე: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს, ეს არის რადიკალიზმის სახე - როგორც კი პასუხისმგებლობის დრო დგება, პირველები საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ

 „დასტურდება ის, რაზეც მართლმსაჯულება მიუთითებდა: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, რომლებმაც 4 ოქტომბრის მოვლენები და ხელისუფლების დამხობა დააორგანიზეს, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას სა...

გია აბაშიძე

1791224029

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლესთან. შეხვედრაზე მხარე...

მაკა ბოჭორიშვილი