გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე: სისხლისღვრისკენ მსვლელობა, რასაკვირველია, საქართველოს არცერთი მოქალაქის ინტერესებში არ არის, კარგია, თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია ღრმად გაანალიზებული აქვთ
„სისხლისღვრისკენ ასეთი ინტენსივობით მსვლელობა, რასაკვირველია არ არის საქართველოს არცერთი მოქალაქის ინტერესებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების - მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაული აღიარების ფაქტს.
„კარგია, თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ პოზიცია ღრმად გაანალიზებული და იმედი ვიქონიოთ, რომ სწორედ ეს არის ის ფაქტორი, რამაც საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა განაპირობა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ვერშემდგარი დამხობიდან 1 წლის შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.
1791225960
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართეს, ეს არის რადიკალიზმის სახე - როგორც კი პასუხისმგებლობის დრო დგება, პირველები საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ
„დასტურდება ის, რაზეც მართლმსაჯულება მიუთითებდა: „ნაცების“ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, რომლებმაც 4 ოქტომბრის მოვლენები და ხელისუფლების დამხობა დააორგანიზეს, დანაშაული აღიარეს და პროკურატურას სა...
1791224029
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლესთან. შეხვედრაზე მხარე...
1791222489
სპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის ცნობილია
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი...
1791220896
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკომისიის კვლევაზე: ნებისმიერ ინდექსში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე და ეს არის რეალობა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ახალი ინდექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დემოკრატიის მაღალ ხარისხს, ოპონენტებისა და ევრობ...
1791219156
ახალი ამბებიპროკურატურა: მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ
მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ე...






























