საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
პარაკლისი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობა მიულოცა.
მთავრობის მეთაური, უწმინდესსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ფოკაში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრი მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ელისაბედს შეხვდა და დღევანდელი დღე მიულოცა.
ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, დღეს ასევე დაათვალიერა ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმი.
პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს. საიუბილეო ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება.
1780322231
საზოგადოებამეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს
დილიდან ხალხმრავლობაა ბოდბის დედათა მონასტერში. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩავიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა სასულიე...
1780322168
საზოგადოებაფონდმა „ქართუმ“ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა
ფონდმა „ქართუმ“ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა „თითქმის ყველა რეგიონში ჩვენ გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა ტიპის პროექტი, თუმცა გან...
1780319535
საზოგადოებაშემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ ია ახალაია დაინიშნა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილე, ია ახალაია წარუდგინა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მას დამთავრებული აქვს...
1780319301
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6673 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6693 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1780318375
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ...



























