შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ ია ახალაია დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილე, ია ახალაია წარუდგინა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიურ ხარისხს სამართალმცოდნეობაში. აქვს საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ, 2020-2025 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ხოლო ამ დრომდე მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ია ახალაიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე, მოადგილეები - მიხეილ ჩოკოშვილი, ლევან წითელაშვილი, ირაკლი შარტავა და ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780317491

ახალი ამბები

2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთი...

2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება

1780316785

ახალი ამბები

„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“ - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია

ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის დ...

აშშ-ის საელჩომ

1780316116

ახალი ამბები

ანზორ მელია სააკაშვილზე: თავს ნუ იჭრის, სირცხვილია - ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო, ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის

„რჩევას მივცემ მამაშვილურს - გაჩერდეს რა, თავს ნუ იჭრის. მაგას მარტო თავისი თაყვანისმცემლები კი არ უსმენენ, მთელი საქართველო უსმენს. სირცხვილია, ყოფილი პრეზიდენტია, ყოველ ჯერზე გამოდის და ახალ-ახალ რა...

ანზორ მელია - ექიმი

1780313561

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა

პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში...

მამუკა მდინარაძე

1780312343

ახალი ამბები

იონათამიშვილი: სინამდვილეში „ნაცებს“ ერთმანეთის სიძულვილი ჰქონდათ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში ჩარჩნენ

„რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უკეთესი იქნება, რადგან მათი სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა კიდევ უფრო ცხადი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი...

რატი იონათამიშვილი