ფაშინიანმა უარყო ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარყო იდეა ევროკავშირისა და ევრაზიულ კავშირს შორის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ფაშინიანმა ამ იდეას „ალოგიკური“ უწოდა. სომხეთის პრემიერს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საერთო-სახალხო რეფერენდუმისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„ჩვენ ვმუშაობთ და განვაგრძობთ ევრაზიული კავშირის ფარგლებში მუშაობას, ვიდრე ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს არჩევანი თეორიულ ხასიათს ატარებს და თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე გამოტანა არ არის სწორი და გონიერი.
ფაშინიანს მიაჩნია, რომ რეფერენდუმის ჩატარება იმ დროისთვის უნდა გადაიდოს, ვიდრე სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ოფიციალურ განაცხადს არ შეიტანს. „მანამდე კი სომხეთი იმუშავებს მშვიდად, მშვიდობიანად, ნერვიულობის გარეშე და არ იკამათებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ასე უპასუხა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერთა მოწოდებას, რომ სომხეთმა ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს. ევრაზიული კავშირის ლიდერებმა ფაშინიანისგან მოითხოვეს, რომ ამ ორგანიზაციას და ევროკავშირს შორის არჩევანი გააკეთოს.
1781367546
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა
რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა, - განაცხადა გადაცემაში „დ...
1781364213
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები
„სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...
1781362508
ახალი ამბებისტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...
1781359489
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს
ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...
1781356869
სპორტიაშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...






























