საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ 10,815 გრ. და 14,636 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, ხოლო მეორეს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764583593

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: მივიღეთ გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშ...

ქართული ოცნება

1764582074

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა თანამედროვე საუნივერსიტეტო 2 ქალაქის მშენებლობას იწყებს

საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების გა...

საქართველოს მთავრობა

1764580969

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი BBC-ს სტატიაზე: ქიმიური რას ეყოფა, ბარემ ბიოლოგიურიც ჩაეწერათ, მათი რა მიდიოდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „უფროსის გარეშე დარჩენილ BBC-ში...

რატი იონათამიშვილი

1764579926

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამარ...

დაკავებულია ერთი პირი

1764577803

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

მიგრაციის დეპარტამენტი