„მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის“ - ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თბილისის მერის კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. კახა კალაძე დღეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება.
როგორც დედაქალაქის მერმა ვიზიტის დროს განაცხადა, კონფერენციაზე საუბარი ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებას შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კი მხარეები პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ.
„მოხარული ვარ, რომ დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები ჩვენს მეგობარ უნგრეთში. მაქვს პატივი, სიტყვით გამოვიდე ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზეც, სადაც საუბარი ძირითადად შეეხება ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებს. მოგვიანებით მექნება შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო წლების განმავლობაში, როგორც უნგრეთი, ისე საქართველო, ღია საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოდგენილია ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის სახით და უდიდეს საფრთხეს, გამოწვევას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამაზეც გვექნება საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კონფერენციას, თბილისის მერის თქმით, ქართული მხარე დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს მიმოიხილავს, მათ შორის, მთავარი სასაუბრო თემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება იქნება.
„ვისაუბრებთ ზოგადად გამოწვევებზე, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და გადაადგილების კომფორტულობას. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და კომფორტული. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები - შეძენილი გვაქვს ახალი ვაგონები, რომლებიც 2026 წლიდან დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომა გვაქვს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება. მათი მხრიდან მოვისმენთ, თუ როგორ უპასუხეს მსგავს გამოწვევებს. ვფიქრობ, საინტერესო და კარგი მაგალითების გადმოტანა შეგვეძლება საქართველოში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე ბუდაპეშტში, დელეგაციასთან ერთად, 1-2 დეკემბერს გაემგზავრა. მასთან ერთად, იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის წევრები და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი.
1764583593
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: მივიღეთ გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშ...
1764583407
საზოგადოებასაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინ...
1764582074
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა თანამედროვე საუნივერსიტეტო 2 ქალაქის მშენებლობას იწყებს
საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების გა...
1764580969
საზოგადოებარატი იონათამიშვილი BBC-ს სტატიაზე: ქიმიური რას ეყოფა, ბარემ ბიოლოგიურიც ჩაეწერათ, მათი რა მიდიოდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „უფროსის გარეშე დარჩენილ BBC-ში...
1764579926
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამარ...



























