ლევან მაჭავარიანი ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე: სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ ბოლო წლებში უცხოური დონორების მხრიდან მსგავსი პროცესების დაფინანსებას, ყველაფერზე იქნება რეაგირება კანონის ფარგლებში

 „რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური სემინარი, პოლიტიკური შინაარსის და, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო მთავრობასთან. თუმცა ვიხილეთ კანონის გვერდით ავლა, სავარაუდოდ, ბრიუსელიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმაბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ბოლო წლებში უცხოური დონორების მხრიდან მსგავსი პროცესების დაფინანსება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა ხელისუფლება ნებისმიერ კანონდარღვევასა თუ დესტაბილიზაციის მცდელობაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

„სამწუხაროდ, ჩვენ მიჩვეულები ვართ, მით უმეტეს, ბოლო წლებში მათი მხრიდან რადიკალიზმის დაფინანსებას და ისეთი ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებას, რომლებიც ავანგარდში დგანან რევოლუციური პროცესების განვითარების საქართველოში. ასეთი ცუდი რეპუტაციით რომ სარგებლობენ, რა თქმა უნდა, მათ კითხვის ნიშნები დატოვეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ასევე, გაიხსენა, რომ ახლად დანიშნული ნორვეგიელი დიპლომატიც იმყოფებოდა ბახმაროში გამართულ სემინარზე, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე კონფიდენციალური შეხვედრები ჩაატარა რადიკალური ოპოზიციის სახეებთან.

„პირდაპირ ფარული შეხვედრა ჩაატარა - ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესთან, რომლებიც გამოირჩევიან იმ რადიკალურ ოპოზიციაში თავიანთი კიდევ სხვა ტიპის რადიკალიზმით. აგრეთვე, აგრძელებენ ასეთი ტიპის მუშაობას ეს ფონდები და ძალიან სამწუხაროა. ჩვენ არაფერი არ გამოგვეპარება ნამდვილად, ყველაფერზე ვფლობთ ინფორმაციას და ყველაფერზე იქნება რეაგირება კანონის ფარგლებში, თუმცა, აი, ასეთი ქმედებებით კიდევ უფრო მეტად იზიანებენ თავიანთ რეპუტაციას საქართველოში“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790511779

ახალი ამბები

ავარია ბათუმში - დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი

 ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, მ...

ლენტი ლენტი

1790511128

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

 შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთა...

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

1790509277

ახალი ამბები

დოროთე ყურაშვილი: რა უფლება აქვს შალვა პაპუაშვილს სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს

 „წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ქვეყანაში, ვინც პროტესტზეა იმათ სატანისტებს ეძახის, სექტანტებს ეძახის. სექტანტებს! ანუ, პაპუაშვილი წყვეტს, ვინ არის სექტანტი და ვინ არის მართალი“,...

მამაო

1790506214

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები

 „27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. პირველ რიგში ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გმირთ...

ირაკლი კირცხალია

1790503661

ახალი ამბები

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას

 თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი აცხადებს, რომ ელიზბარაშვილის დაცვაზე უარს ამბობს. კვანტალიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი საქმის მასალებში გამოვლენილი გარემოე...

ადვოკატი