რუსეთი გეგმავს ტყვიამფრქვევების განთავსებას მარცვლეულის გადამზიდ გემებზე, რომლებიც აზოვის ზღვით გადაადგილდებიან - „ბლუმბერგი“

„რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ტყვიამფრქვევების განთავსებას მარცვლეულის გადამზიდ გემებზე, რომლებსაც ტვირთი აზოვის ზღვით გადააქვს“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება.

მედიასაშუალება აღნიშნავს, „ამ გზით რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინის იერიშებს წინააღმდეგობას გაუწევს“.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო და სატრანსპორტო უწყებები მარცვლეულით მოვაჭრე კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა გემების დაცვის ზომები გააძლიერონ.

სხვა ზომებთან ერთად, განიხილება გემებზე ჯავშნის, ქვიშით სავსე ტომრებისა და დრონსაწინააღმდეგო ე.წ. ბადეების დამონტაჟებაც.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ტყვიამფრქვევი აღჭურვილი იქნება ინფრაწითელი ღამის ხედვის მოწყობილობით.

რუსი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შეიარაღებულნი იქნებიან კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით, თუმცა ქერჩის სრუტის გავლის შემდეგ, მათ მოეთხოვებათ გემების დატოვება და იარაღის თან წაღება.

„აზოვის ზღვის გავლით, ჩვეულებრივ, რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 25% ხორციელდება, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადაზიდვები შეჩერებულია უკრაინის მიერ პორტებზე, გემებსა და სხვა საზღვაო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშების გამო“, - წერს მედიასაშუალება.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785260838

ახალი ამბები

უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ - 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღ...

პროკურატურა

1785258165

მსოფლიო

ტრამპი ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე: ბიბი არ მჭირდება იმისთვის, რომ ირანის ბირთვულ ობიექტზე დაზვერვის შესახებ ცნობები მივიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრამდე განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება. თეთრი სახლის ლიდერი...

დონალდ ტრამპი

1785256853

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ...

პროკურატურაპროკურატურა

1785255295

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტ...

პროკურატურაპროკურატურა

1785254459

ახალი ამბები

მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს - თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...

შსს