თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია

რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ის ასე აფასებს აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას.

„მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მთავარი არის ის, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის სრულ შესაბამისობაში მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან და ხშირს შემთხვევაში არის იმაზე უფრო მეტად რბილიც კი, ვიდრე შეიძლება, ვიხილოთ სხვადასხვა, თუნდაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს 5-დღიანი პატიმრობა, ერთს კი 5 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, 26 ივლისს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. სამინისტროს ცნობით, გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785256853

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ...

პროკურატურაპროკურატურა

1785255295

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტ...

პროკურატურაპროკურატურა

1785254459

ახალი ამბები

მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს - თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...

შსს

1785252632

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება

„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ...

ლევან ჟორჟოლიანი

1785250272

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა

„რა თქმა უნდა, სარისკო არაფერია თვითონ იდეაში, ეს ასე უნდათ რომ წარმოაჩინონ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგი...

თენგიზ შარმანაშვილი