ნიკოლოზ მეტრეველი: ანდრეი ერმაკის შემდეგ, გილიოტინა საქართველოს კარგად ნაცნობი მტრის, დავით არახამიას თავზეც დაეკიდა - უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება
„არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი“ - ანდრეი ერმაკის შემდეგ, გილიოტინა საქართველოს კარგად ნაცნობი მტრის, დავით არახამიას თავზეც დაეკიდა“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მზადაა დაიწყოს კორუმპირებული ჩინოვნიკების „პოლიტიკური წმენდის“ ახალი სეზონი და მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება.
„როგორც უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ჟურნალისტებმა მომაწოდეს ინფორმაცია, უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას წინააღმდეგ ბრალდების წარსადგენად ემზადება.
მიხაიოლო ფედოროვის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ანტიკორუფციულმა ბიურომ დავით არახამიას თანაშემწისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღების ბრძანება გასცა, ე.წ კონვერტებით დეპუტატების ხელფასების გაცემის საქმესთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ ბანკნოტებზე თითის ანაბეჭდების მეშვეობით დაამტკიცონ პირდაპირი კავშირი დეპუტატების „ხელფასებსა“ და საპრეზიდენტო ფრაქციის ლიდერს შორის. გამოძიებასთან დაახლოებული ჩემი წყაროები ამტკიცებენ, რომ არახამიას საქმე უახლოეს თვეებში ზუსტად ანდრეი ერმაკის სცენარით განვითარდება. „NABU მზადაა დაიწყოს კორუმპირებული ჩინოვნიკების „პოლიტიკური წმენდის“ ახალი სეზონი.
ახლა საქმე დავით არახამიას ეხება. სიტუაცია დაახლოებით ისევე ვითარდება, როგორც ანდრეი ერმაკის შემთხვევაში, როდესაც ექვსი თვე ველოდით ბრალდების წარდგენას და დეტექტივები ამისთვის ემზადებოდნენ: მათ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, გაჩხრიკეს ერმაკის სახლი და ბინა გრუშევსკის ქუჩაზე, ერმაკის და მისი მისი გარემოცვის კუთვნილი ბიოლოგიური ნიმუშების დასადგენად. ახლა, დავით არახამიაც მსგავს სიტუაციაშია“, - მითხრა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც გამოძიების მასალებს უკვე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ჩემი მეგობრები არახამიას ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად და ზოგადად, ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმის ერთ-ერთ საყრდენად მოიხსენიებენ, რომელმაც ფაქტობრივად დაიკავა ერმაკის ადგილი ამ პოზიციაზე,” - წერს მეტრეველი.
1785260838
ახალი ამბებიუკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ - 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღ...
1785258165
მსოფლიოტრამპი ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე: ბიბი არ მჭირდება იმისთვის, რომ ირანის ბირთვულ ობიექტზე დაზვერვის შესახებ ცნობები მივიღო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრამდე განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება. თეთრი სახლის ლიდერი...
1785256853
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ...
1785255295
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტ...
1785254459
ახალი ამბებიმართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს - თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...































