შალვა პაპუაშვილი ანიტა ჰიპერზე: წარმოუდგენელია ვისმენდეთ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არაა არჩეული და არის დანიშნული, თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. ზედმეტია საუბარი აქ საერთოდ ევროპულ სტანდარტებზე

წარმოუდგენელია ვისმენდეთ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არაა არჩეული და არის დანიშნული, თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. ზედმეტია საუბარი აქ საერთოდ ევროპულ სტანდარტებზე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებას.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ და ეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს [ანიტა ჰიპერი] გახლავთ ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნის დაორგანიზებულ შეკრებას 4 ოქტომბერს. ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში მე პირადად, ლამის ყოველდღე ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას და მოვუწოდებდი გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას. რეაგირება იყო ნული. დადგა 4 ოქტომბერი, ჩავარდა დამხობა და ახლა პასუხისმგებლობის გაზიარება არ უნდათ.
ორჯერ გააკეთა უკვე წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეების და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა ეს ადამიანი პასუხისმგებლობას გაექცეს იმისთვის, რაც გააკეთა. კერძოდ ის, რომ შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას. ეს განცხადებები არის სიტყვიერი თავდასხმის მაგალითი ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე და ეს უნდა დასრულდეს. წარმოუდგენელია ვისმენდეთ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არაა არჩეული და არის დანიშნული, თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. ზედმეტია საუბარი აქ საერთოდ ევროპულ სტანდარტებზე.
პრესსპიკერი ძალიან გაიტაცა მითითებებმა და შედარებებმა რუსულ სახელმძღვანელოზე, სპეცსამსახურებზე და ა.შ. - აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდამ. პროპაგანდას რომ ეწევა, გასაგებია, მაგრამ თავისი სტილი ხომ უნდა ჰქონდეს?! გუშინაც დავწერე და დღესაც ვამბობ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება და ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსულის ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, მიიღებს საკმაოდ მკაფიო პასუხს ჩვენგან, ვინაიდან შეუძლებელია, რომ ასეთი მიდგომები ქართველმა ხალხმა მოითმინოს, როდესაც მას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის შთაგონებული.
1760463316
ახალი ამბებიალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება
ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...
1760461672
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...
1760459588
მსოფლიოზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...
1760457589
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...
1760457488
საზოგადოებაელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება
საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...