შალვა პაპუაშვილი ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო
თბილისში ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, ლოტბარის, მომღერლის, პუბლიცისტისა და მეცნიერის ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაესწრო.
„მნიშვნელოვანია, როდესაც იმ ადამიანის დაფასება ხდება, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვს ქართული კულტურის, ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.ანზორ ერქომაიშვილს ცხოვრებაშიც არ აკლდა დაფასება, თუმცა, მის ხსოვნას ყოველდღიურად სჭირდება მოფრთხილება. ვინაიდან თაობები იზრდებიან, რომლებმაც შესაძლოა, არ იცოდნენ ბატონი ანზორის მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლის შესახებ, ეს მემორიალური დაფა კი სწორედ ამას შეგვახსენებს.ბატონი ანზორის დამსახურება და მემკვიდრეობა მხოლოდ ის კი არ არის, რომ როგორც ლოტბარი, ხალხური სიმღერების შემგროვებელი, გამავრცელებელი, ანსამბლების ჩამომყალიბებელი, ახალი თაობების აღმზრდელი იყო, არამედ, საბოლოო ჯამში, ის თავად იქცა ქართული ხალხური სიმღერის ნაწილად. ეს არის ალბათ, უმაღლესი მწვერვალი შემოქმედი ადამიანისთვის. ბატონი ანზორის შემოქმედება ყველასთვის ეროვნული საგანძურია.ცალკე უნდა აღინიშნოს ანზორ ერქომაიშვილის დამსახურება ბავშვებში ქართული კულტურის მიმართ სიყვარულის გაღვივებაში. ბავშვობიდანვე ხალხურ სიმღერასთან ზიარება იყო ბავშვის აღზრდისა და კულტურული განვითარების ნაწილი. ამის დამკვიდრების მნიშვნელობას ხვდებოდა ანზორ ერქომაიშვილი თავის დროზე, როდესაც „მართვე“ ჩამოაყალიბა. ეს კულტურა, ტრადიცია სწორედ ბატონი ანზორის სახელს უკავშირდება და ვამაყობთ, რომ სახალხო კულტურად არის ქცეული.მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, ანზორ ერქომაიშვილის სახელის პატივისცემისა და დაფასებისთვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მინდა მივესალმო მის ოჯახს, მის დიდ ოჯახს - „მართვეს“ და „რუსთავის“ სახით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის სახელს უფრთხილდება, მის მემკვიდრეობას ამრავლებს და მომავალ თაობებს გადასცემს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მემორიალური დაფა კრწანისის რაიონში, აბანოს ქუჩა N23-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდა, სადაც ანზორ ერქომაიშვილი 1988-2021 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული ქართული ხალხური სიმღერები. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“.
ანზორ ერქომაიშვილს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.
1761568111
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად
„ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...
1761565973
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი
მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი, - განაცხა...
1761565350
საზოგადოებატურისტული კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით მოქალაქეების მოტყუების გამო 4 ადამიანი დააკავეს. ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს
საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია...
1761564776
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედება
ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედე...
1761563638
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ALDE-ს რეზოლუციაზე: ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში
ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ...


























