შალვა პაპუაშვილი: ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა, ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება
„ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ლიბერალური მიდგომა, როდესაც აუქმებენ ადამიანს, რაღაცნაირად გარიყავენ და ზუსტად იგივე გადმოიტანეს ახლა სახელმწიფოების მიმართ.
„ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება. იცით ეს ლიბერალური მიდგომა, როდესაც აუქმებენ ადამიანს, რაღაცნაირად გარიყავენ და ზუსტად იგივე გადმოიტანეს ახლა სახელმწიფოების მიმართ. სახელმწიფოების გაუქმება ხდება, თითქოს აქ საქართველო არ ვარსებობთ, ხალხი არ ვართ და ის რამდენიმე „ენჯეო“, რომელსაც ფულს უხდიან და დაქირავებული ჰყავთ, ის არის საქართველო.
კიდევ ერთხელ, მათ ჭკუაზე რომ ვიყოთ მოწყობილი, ალბათ გაგვყრიან სუყველას ვინც „ქართულ ოცნებას“ და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, სადღაც გაგვყრიან, რომელიმე კუნძულზე. აქ იქნება მათი „ენჯეოების“ მიერ აშენებული „ენჯეო სამოთხე“, რომელიც ვხედავთ რას გულისხმობს. გულისხმობს, რომ აქ უნდა ჩამოვიდნენ მეფის ნაცვლები, მეორე მდივნები და მათ უნდა მართონ ქვეყანა.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ეს კანონები, ზოგადად, „გამჭვირვალობის კანონი“, ეხება უცხოურ ჩარევას. ეს არ ეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც მხოლოდ იარაღი არიან. მთავარი არის უცხოური ჩარევა, რომელიც ვხედავთ, რომ აქვს ერთადერთი ამოცანა, ჩვენი ქვეყნის დაზიანება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როდესაც ბრიუსელი აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიებს, ის აღარც ევროპაა და საერთოდ, ადამიანური ღირებულებებისგან დაცილებულია. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ამ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მშვიდობის პროექტი ევროკავშირი აფინანსებს საქართველოში ძალადობას, დეზინფორმაციას და სიძულვილს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1770369744
ახალი ამბებიკახა კალაძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან...
1770368985
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში, ან აქ სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა
ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველო...
1770368639
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება
ზოგადად, მისასალმებელი ის პოზიცია, რომელიც მეწარმეებს და ბიზნესს აქვთ. ამ შეხვედრებიდან რაც უკვე გვესმის, არის მზაობა, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვინაიდან არს...
1770368221
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის
„ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1770367310
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: 2023 წელს, როდესაც ჩვენ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი, გახსოვთ, როგორი „მეორედ მოსვლა“ მოაყოლეს ამას - ახლა ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც სიამოვნებით გავაკეთებთ
ახლა უკვე ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც რა თქმა უნდა სიამოვნებით გავაკეთებთ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. იგი ამგვარა...


























