შალვა პაპუაშვილი: ექსპერტების მიერ დათვლილია, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები და ა.შ, საქართველოში 10%-ზე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, იმაზე მეტი, ვიდრე იყო პანდემიის დროს. გვექნებოდა 90-იანი წლების შედეგი

ექსპერტების მიერ დათვლილია, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ, საქართველოში 10%-ზე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, იმაზე მეტი, ვიდრე იყო პანდემიის დროს. საერთო ჯამში გვექნებოდა 90-იანი წლების შედეგი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს მისთვის ის ფაქტი, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 250.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით მეტია.
„ეს აჩვენებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელისუფლების და პოლიტიკის სისწორეს. მაშინ, როდესაც დაღმასვლაა ყველგან, ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას ბევრი ევროპული ქვეყანა, აქვთ გამოწვევები ეკონომიკის მხრივ, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. ეს იმიტომ ხდება, რომ არ დავუჯერეთ ბრიუსელს.
ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს საქართველო იქნებოდა ეკონომიკურ კოლაფსში. ექსპერტების მიერ დათვლილია, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ, საქართველოში 10%-ზე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, იმაზე მეტი, ვიდრე იყო პანდემიის დროს. საერთო ჯამში გვექნებოდა 90-იანი წლების შედეგი. ასე ცივსისხლიანად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფით გვაგდებდნენ ეკონომიკური კრიზისის უფსკრულში და დიდი ალბათობით, ახალ ომში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1758273263
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვაზე - უნდა გამოიკითხოს თუ არა საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე თორნიკე რიჟვაძე: პროკურატურის გადასაწყვეტია თუ რა საპროცესო მოქმედებებს განახორციელებს. მიჭირს შეფასება რა არის საჭირო და არა
პროკურატურის გადასაწყვეტია თუ რა საპროცესო მოქმედებებს განახორციელებს. მიჭირს შეფასება რა არის საჭირო, რა არ არის საჭირო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...
1758273211
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: აქუბარდიას და ცქიტიშვილს ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიასაც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მშვიდად იხდის თავის სასჯელს
აქუბარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში, ხელი შეაწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ხელს შეიწმენდენ და ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, რო...
1758272603
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში მფარველებსა და დავალებ...
1758272515
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი
ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს,...
1758272442
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვინაიდან გაირკვა, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ იხილავს, ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა. ასეთი აქტივობებისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული და ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას
თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირ...