შალვა პაპუაშვილი: მინდა, მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, ისინი ამ ჯერზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ - პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ კომუნიკაციას ტერორისტებთან, რადიკალებთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არჩევნების პერიოდში რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ქმედებებზე და საქართველოში მყოფი უცხოელების, მათ შორის დიპლომატიური მისიით მყოფების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება დეტალურად აკვირდება უცხოელების კონტაქტს რადიკალებთან.

„მე კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, რომ ისინი ამ ჯერზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. ჩვენ გვახსოვს შარშან, დეკემბერში მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ძალადობრივი თავდასხმები პოლიციაზე, ცეცხლის წაკიდება და ასე შემდეგ. დღემდე არის დუმილი, არც ერთს არ გაუკიცხავს ეს ძალადობა და შიდა ტერორიზმი, რომელზედაც დღესაც ირკვევა და გამოძიებიდანაც გვესმის, რომ ამაში იხარჯებოდა ევროკავშირის ფული - ამ შიდა ტერორისტების დაფინანსებაში.

დღემდე ერთი განცხადებაც არ გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. ქართველი ხალხი ღელავს, ფიქრობს, როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული. ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს, არ პასუხობს - თუ როგორ იხარჯებოდა, იხარჯებოდა თუ არა და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ ძალადობრივ დაჯგუფებებზე.

ასე რომ, ყველა უცხოელს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ თანხებს და კომუნიკაციას და შეხვედრებს ტერორისტებთან, რადიკალებთან, ექსტრემისტებთან. ამ შეხვედრების გატარებას მე პირადად არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758273263

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვაზე - უნდა გამოიკითხოს თუ არა საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე თორნიკე რიჟვაძე: პროკურატურის გადასაწყვეტია თუ რა საპროცესო მოქმედებებს განახორციელებს. მიჭირს შეფასება რა არის საჭირო და არა

პროკურატურის გადასაწყვეტია თუ რა საპროცესო მოქმედებებს განახორციელებს. მიჭირს შეფასება რა არის საჭირო, რა არ არის საჭირო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...

შალვა პაპუაშვილი

1758273211

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: აქუბარდიას და ცქიტიშვილს ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიასაც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მშვიდად იხდის თავის სასჯელს

აქუბარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში, ხელი შეაწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ხელს შეიწმენდენ და ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, რო...

შალვა პაპუაშვილი

1758272603

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში მფარველებსა და დავალებ...

შალვა პაპუაშვილი

1758272515

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი

ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს,...

შალვა პაპუაშვილი

1758272442

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვინაიდან გაირკვა, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ იხილავს, ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა. ასეთი აქტივობებისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული და ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას

თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირ...

შალვა პაპუაშვილი