19 სექტემბერი ქართული სამხედრო ავიაციის დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ჩატარდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა.

ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართვისას ავიაციის მნიშვნელობასა და მფრინავების როლზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ მფრინავების თავდაუზოგავი შრომა და პროფესიონალიზმი თავდაცვის
ძალებს კიდევ უფრო აძლიერებს. ქართული სამხედრო ავიაციის დღე სამხედროებს, ასევე მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და მათ წარმატება უსურვა.

ქართული ავიაციის დაარსებიდან 33 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“, ასევე ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკა დაათვალიერეს.

1992 წლის 19 სექტემბერს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება,

როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758279288

საზოგადოება

საქსტატი: იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მო...

საქსტატისაქსტატი

1758278421

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ისინი დაიარებიან უცხოეთში, იქ, საიდანაც იღებენ დავალებას, სასიცოცხლო რესურსებს და ცდილობენ, შეასრულონ ის განკარგულებები, რომლებსაც მათი უცხოელი პატრონები აძლევენ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიცია ს...

დავით მათიკაშვილი

1758274986

საზოგადოება

ფილარმონიის განახლება იწყება

„Starring Georgia“ ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს იწყებს. ეს გადაწყვეტილება შენობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ პროექტ...

ფილარმონიი

1758274246

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა, მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, ისინი ამ ჯერზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ - პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ კომუნიკაციას ტერორისტებთან, რადიკალებთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არჩევნების პერიოდში რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ქმედებებზე და საქართველოში მყოფი უცხოელების, მათ შორის დიპლომატიური მისიით მყოფების პა...

შალვა პაპუაშვილშალვა პაპუაშვილ

1758273815

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ექსპერტების მიერ დათვლილია, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები და ა.შ, საქართველოში 10%-ზე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, იმაზე მეტი, ვიდრე იყო პანდემიის დროს. გვექნებოდა 90-იანი წლების შედეგი

ექსპერტების მიერ დათვლილია, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ, საქართველოში 10%-ზე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, იმაზე მეტი, ვიდრე იყო პანდ...

შალვა პაპუაშვილი