ფილარმონიის განახლება იწყება

„Starring Georgia“ ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს იწყებს. ეს გადაწყვეტილება შენობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

უკვე წლებია, საკონცერტო დარბაზი მოძველებულია, ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია და არ შეესაბამება თანამედროვე საკონცერტო სივრცისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. თბილისის მთავარ საკონცერტო დარბაზს არ აქვს რესურსი, მაღალი სტანდარტით უმასპინძლოს ღონისძიებებს და არსებული გამოწვევების ფონზე, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქს დაუბრუნდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მთავარი საკონცერტო სივრცე, რომელიც კვლავ შეასრულებს თბილისის მთავარი კულტურული ცენტრის ფუნქციას.შენობის განახლება მისი ფუნქციური დანიშნულების არსებით გაფართოებას გულისხმობს. კულტურული ძეგლის სტატუსის გათვალისწინებით, შენობის ავთენტიკური იერსახე შენარჩუნდება და ამასთანავე, გარემონტდება შიდა სივრცე, ტექნიკური მხარე კი სრულად მოდერნიზდება. ფილარმონია აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, მაღალი ხარისხის ხმისა და განათების სისტემებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვუმასპინძლოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებს.

პროექტის მიზანია, ფილარმონია იქცეს თანამედროვე ხელოვნების აქსელერატორად, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს. შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში განთავსდება: ხმის ჩამწერი სტუდია, სახელოსნო — სცენის მხატვრებისთვის, სკოლა — კრეატიული ინდუსტრიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ექსპერიმენტული სცენა, სოციალური სივრცე და ფილარმონიის მუზეუმი.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში გასართობი ინდუსტრიის განვითარებას. ეს დაეხმარება არტისტებს თვითრეალიზაციასა და პროფესიულ ზრდაში, გაზრდის ქვეყანაში შემოქმედებით მრავალფეროვნებას და შექმნის პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ღონისძიებისთვის.

ამავდროულად, ფილარმონიის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მისი ისტორიის ახალი თაობებისთვის გადასაცემად იწყება პროექტი – „ფილარმონია დროის კადრები“, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს შენობაში შემორჩენილი ღირებული აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალების აღრიცხვა და გაციფრულება. ამგვარად, პროექტის ფარგლებში, შენარჩუნდება მნიშვნელოვანი ისტორიული მეხსიერება და გაძლიერდება ახალგაზრდა თაობის ემოციური კავშირი ფილარმონიასთან – იმ კულტურულ სიმბოლოსთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მუსიკალური ცხოვრების მთავარ კულტურულ ჰაბს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ფილარმონიის შენობა „Starring Georgia-ს“ ეკოსისტემის ნაწილი 2024 წლიდან გახდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს შექმნა და ხელმისაწვდომობის გაზრდა არსებულ სერვისებსა, თუ სივრცეებზე. განახლებული ფილარმონია ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

უკვე 3 წელია, რაც „Starring Georgia“ წარმატებით ფუნქციონირებს. ამ გუნდმა ქვეყანაში ისტორიული პრეცედენტები შექმნა და საქართველო მსოფლიო გასართობის ინდუსტრიის რუკაზე გააჩინა. ამ დროის განმავლობაში მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტებს 200 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ქვეყანაში ჩამოვიდა 40 000-ზე მეტი უცხოელი ტურისტი, საქართველომ კი უმასპინძლა ისეთ მსოფლიო დონის არტისტებს, როგორებიცაა: Guns N' Roses, Bruno Mars, Imagine Dragons, Justin Timberlake, Scorpions, The Killers და სხვები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758273263

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვაზე - უნდა გამოიკითხოს თუ არა საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე თორნიკე რიჟვაძე: პროკურატურის გადასაწყვეტია თუ რა საპროცესო მოქმედებებს განახორციელებს. მიჭირს შეფასება რა არის საჭირო და არა

პროკურატურის გადასაწყვეტია თუ რა საპროცესო მოქმედებებს განახორციელებს. მიჭირს შეფასება რა არის საჭირო, რა არ არის საჭირო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...

შალვა პაპუაშვილი

1758273211

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: აქუბარდიას და ცქიტიშვილს ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიასაც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მშვიდად იხდის თავის სასჯელს

აქუბარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში, ხელი შეაწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ხელს შეიწმენდენ და ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, რო...

შალვა პაპუაშვილი

1758272603

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში მფარველებსა და დავალებ...

შალვა პაპუაშვილი

1758272515

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი

ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს,...

შალვა პაპუაშვილი

1758272442

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვინაიდან გაირკვა, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ იხილავს, ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა. ასეთი აქტივობებისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული და ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას

თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირ...

შალვა პაპუაშვილი