შალვა პაპუაშვილი: საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი

ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.

მისი თქმით, ბრიუსელის მხრიდან წამოსული უსაფუძვლო ბრალდებები და კრიტიკა თავად ევროკავშირის რეპუტაციას აზარალებს ქართველი ხალხის თვალში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ ჩვენ, რომ ის მიდგომები, რომელიც დღეს ბრიუსელში არის, განცხადებები, რომელიც კეთდება, დამოკიდებულებები, ამაში რთულია დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ მიდგომებთან. ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი. მათი გადასაწყვეტია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიუროკრატიულ ქაღალდებში ჩარგული ბიუროკრატები ვერ ხედავენ ადამიანებს სხვა ქვეყანაში. ვერ ხედავენ ქართველებს. ასე, რომ ქართველი ხალხის თვალში თავის თავს აზიანებენ. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ცრუ ნარატივებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება ეკონომიკურად მივდივართ წინ, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ ვინც ზიანდება, ზიანდება ბრიუსელი და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველების თვალში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758273211

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: აქუბარდიას და ცქიტიშვილს ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიასაც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მშვიდად იხდის თავის სასჯელს

აქუბარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში, ხელი შეაწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ხელს შეიწმენდენ და ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, რო...

შალვა პაპუაშვილი

1758272603

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში მფარველებსა და დავალებ...

შალვა პაპუაშვილი

1758272442

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვინაიდან გაირკვა, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ იხილავს, ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა. ასეთი აქტივობებისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული და ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას

თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირ...

შალვა პაპუაშვილი

1758271546

საზოგადოება

კახა კალაძემ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი წარუდგინა: თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლიპის ავტორი მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა. მუსიკალური კლიპი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის...

კახა კალაძე

1758270485

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, წარმატებები კახა კალაძეს თავის გუნდთან ერთად

დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, ამ ყველაფერში მინდა, კახა კალაძეს, მის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე