დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ისინი დაიარებიან უცხოეთში, იქ, საიდანაც იღებენ დავალებას, სასიცოცხლო რესურსებს და ცდილობენ, შეასრულონ ის განკარგულებები, რომლებსაც მათი უცხოელი პატრონები აძლევენ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიცია სასიცოცხლო ძალებს არა ქართველ ხალხთან, არამედ უცხოელ პატრონებთან ეძებს.
„ეს რადიკალური ოპოზიციური ძალები საკუთარ სასიცოცხლო ძალას ეძებენ არა საქართველოში, არა ქართველ ხალხთან და ამომრჩეველთან. ამის ნაცვლად ისინი დაიარებიან უცხოეთში, იქ, საიდანაც იღებენ ერთი მხრივ, დავალებას, სასიცოცხლო რესურსებს და ცდილობენ, შეასრულონ ის განკარგულებები, რომლებსაც მათი უცხოელი პატრონები აძლევენ. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება რა თქმა უნდა, არც ერთ გარე ძალას არ მისცემს იმის უფლებას, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში აგენტურული მარიონეტული მთავრობა არალეგიტიმურად კვლავ დააბრუნოს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
1758279288
საზოგადოებასაქსტატი: იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მო...
1758278310
საზოგადოება19 სექტემბერი ქართული სამხედრო ავიაციის დღეა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა პირად შემადგენლობას პროფესიუ...
1758274986
საზოგადოებაფილარმონიის განახლება იწყება
„Starring Georgia“ ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს იწყებს. ეს გადაწყვეტილება შენობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ პროექტ...
1758274246
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა, მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, ისინი ამ ჯერზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ - პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ კომუნიკაციას ტერორისტებთან, რადიკალებთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არჩევნების პერიოდში რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ქმედებებზე და საქართველოში მყოფი უცხოელების, მათ შორის დიპლომატიური მისიით მყოფების პა...
1758273815
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ექსპერტების მიერ დათვლილია, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები და ა.შ, საქართველოში 10%-ზე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, იმაზე მეტი, ვიდრე იყო პანდემიის დროს. გვექნებოდა 90-იანი წლების შედეგი
ექსპერტების მიერ დათვლილია, რომ ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ, საქართველოში 10%-ზე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, იმაზე მეტი, ვიდრე იყო პანდ...