შალვა პაპუაშვილი: ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება - დედის გინება პროტესტია? ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომ გინებას, შეურაცხყოფას, დეჰუმანიზაციას, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პროტესტად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციები შეაფასა. მისი განცხადებით, გინებასა და ძალადობას პოლიტიკურ პროტესტად აფორმებენ.
„ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება - დედის გინება პროტესტია? ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომ გინებას, შეურაცხყოფას, დეჰუმანიზაციას, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პროტესტად.
რუსთაველზე ნახეთ, ცოტა ხნის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც შაშხანით გადაადგილდებოდა. ეს არის, რაც მოხდა სლოვაკეთში, როდესაც ფიცოს ესროლეს. ეს არის ზუსტად, რაზედაც აფრთხილებდა ერთ-ერთი ევროკომისარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები - როგორც 100 წლის წინ ფაშიზმი სენივით შეეყარა ევროპას და მოედო, ზუსტად ასე არის თანამედროვე გაგება ლიბერალიზმის, რომელიც არის მემკვიდრე ფაშიზმისა, რომლის მთავარი იარაღი არის ადამიანების გაუქმება, შეურაცხყოფა, ძალადობა და ასე შემდეგ.
ჩვენ ვნახეთ ქართველი ე.წ. ლიბერალების, ბერბიჭაშვილების შთამომავლების რეაქცია ამ მკვლელობაზე. ვნახეთ, სოროსის ფონდის თანამშრომელს როგორ უხარია, რომ მოკლეს [ჩარლი კირკი], ვნახეთ, პარტია „ახალის“ თანამშრომელს როგორ უხარია, რომ მოკლეს ადამიანი. ლიბერალური ფაშიზმი არის 100 წლის წინანდელი ფაშიზმის მემკვიდრე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მორიგი აქცია გაიმართა - ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა შტაბისა და მედიის მისამართით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.
1757589263
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ამაყები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ სამოქალაქო ავიაციის უპრეცედენტო ზრდის დინამიკას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ს საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილე მიულოცა. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამ...
1757588532
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ჩარლი კირკის მკვლელობაზე: ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც პრემი...
1757588236
ახალი ამბებილევან მახაშვილი „მეგობარ აქტზე“: ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში
ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა...
1757585764
საზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მი...
1757584465
ახალი ამბებიმაია ბითაძე: გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა
გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განა...