შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება
ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ორივე არჩევანი არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ გეგმას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ არჩევანს სთავაზობდნენ მთავრობას „ენჯეოები“ და გარე ძალები და პარლამენტთან მიტინგებს ატარებდნენ იმ მოთხოვნით, რომ საქართველო ესკალაციაში შესულიყო ქვეყანასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ომი წამოიწყო.
მისი თქმით, ამ ძალებს უნდოდათ, რომ საქართველოც ამ დღეში ჩავარდნილიყო, ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე კი ამას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებოდა.
„ამიტომაც არის, რომ ქართული საზოგადოება ზუსტად ხვდება თუ რასთან გვქონდა საქმე და რისკენ გვიბიძგებდნენ, ზუსტად ხვდება, რომ ის ძალები, რომლებსაც საქართველოს ჩათრევა უნდოდათ ამ უმძიმეს ომში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე ყურადღებამისაქცევია ევროპელი ლიდერების მიერ გაჟღერებული განცხადება, იმის შესახებ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინისა და ევროპის თანხმობა. პაპუაშვილის შეფასებით, ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ეჭვებს, რომელზედაც ევროკავშირის შიგნითაც მიდის საუბარი - რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ამ ომში საკუთარი ინტერესები აქვს.
„ბალტიის ქვეყნების ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი საუბრობდა, რომ სანამ უკრაინაში ომია, მანამდე მათ საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც ჩანს, ზოგიერთს ამიტომ აწყობს ამ ომის გაგრძელება. ზოგიერთისგან გვესმის, რომ უკრაინა არის პირველი საბრძოლო ხაზი ევროპისთვის და ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ამ ომის წარმოება, რომ რუსეთი დაესუსტებინათ. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ამ მიდგომის ფარისევლობას აჩვენებს, არის ის, რომ არცერთ ამ ევროპულ ქვეყანას არ სურს თავად იომოს იმ ომში, რომელიც გუშინ უკვე ოფიციალურად საკუთარ ომად გამოაცხადეს, როდესაც თქვეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე ისინიც უნდა დათანხმდნენ და მხოლოდ უკრაინის თანხმობა საკმარისი არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ის ასევე სვამს კითხვას - თუკი ეს მართლაც უკრაინის ომია, რატომ მისცეს მათ ბოლო წლების განმავლობაში მეტი ფული რუსეთს, ვიდრე უკრაინას და კონკრეტულ ციფრებს ასახელებს. მისი თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინამ ევროპისგან 181 მილიარდი ევრო მიიღო, მაშინ როდესაც რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადეს, მათ შორის 210 მილიარდი ენერგომატარებლებში. პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე აინტერესებს თუ რატომ არ იღვრება უკრაინაში ევროკავშირის მოქალაქეების სისხლი, თუ ეს მართლაც მათი ომია?
„ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში არის დიდი გამოფხიზლება ყველასთვის, რომ შეხედონ იმ რეალობას თუ როგორ იმართება საერთაშორისო პოლიტიკა. არავინ შეიწუხებს თავს ჩვენი ერის ინტერესებისთვის. ყველა საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს და ამ ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს სხვა ქვეყნებს. ამიტომაც იყო, რომ 2022 წელს ასე პაიკად გვწირავდა ბევრი“, - აცხადებს პაპუაშვილი.
1763894073
საზოგადოება„მინდა თქვენთან ერთად, დიდი სიყვარულით მივულოცო გიორგობა პატრიარქს, დიდია მისი სიყვარული და მოწიწება წმინდა გიორგისადმი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წმინდა სამების ტაძრის კურთხევა სწორედ გიორგობა დღეს ისურვა“ - მეუფე შიო
„გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოლოცვასა და კურთხევას“, - მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპო...
1763893952
ახალი ამბებიგეკა გელაძემ შსს-ს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა. მინისტრმა დამ...
1763891750
ახალი ამბები24 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომის პაპს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურ...
1763889418
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ლონდონში საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ლონდონში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე...
1763886427
მსოფლიონიგერიაში სკოლიდან ასობით ბავშვი გაიტაცეს
ცენტრალურ ნიგერიაში, პაპირიში კათოლიკური სკოლიდან 315 ადამიანი გაიტაცეს - 303 მოსწავლე და 12 მასწავლებელი. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული კაცები სკოლის შენობაში პარასკევს, ადგილობრივი...



























