შალვა პაპუაშვილი შუა დერეფანზე: როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში, ასე რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას

„როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ შუა დერეფნის გახსნა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს.

„საინტერესოა, დავაკვირდეთ ხოლმე, ვინ არიან ამის [კრიტიკის] ავტორები, რადგან სწორედ ესაა მიზანი, მთლიანად რეგიონი იყოს გარკვეული წნეხის ქვეშ და არ განვითარდეს. პირიქით, ეს სამშვიდობო შეთანხმება ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად რეგიონისთვის, რომელიც არა მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციასთან არის კავშირში, რაც ყველასთვის საკმარისი ტვირთი იქნება ინფრასტრუქტურულად აწყობისთვის. მნიშვნელოვანია მათ შორის კონკურენციის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები იყოს შეთავაზებული გადამზიდველებისთვის და ამით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი დერეფანი.

კონკურენცია ამას მხოლოდ ზრდის. რა თქმა უნდა, ეს თავისდათავად არის გზავნილი რეგიონის სტაბილურობასთან დაკავშირებით, რაც ყველა სხვა სახის, როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის ინვესტიციებს, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას, რომელიც მთლიანად რეგიონისთვის იქნება სასარგებლო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763894073

საზოგადოება

„მინდა თქვენთან ერთად, დიდი სიყვარულით მივულოცო გიორგობა პატრიარქს, დიდია მისი სიყვარული და მოწიწება წმინდა გიორგისადმი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წმინდა სამების ტაძრის კურთხევა სწორედ გიორგობა დღეს ისურვა“ - მეუფე შიო

„გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოლოცვასა და კურთხევას“, - მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპო...

ლლლ

1763893952

ახალი ამბები

გეკა გელაძემ შსს-ს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა. მინისტრმა დამ...

გეკა გელაძე

1763891750

ახალი ამბები

24 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომის პაპს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურ...

ირაკლი კობახიძე

1763889418

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი ლონდონში საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ლონდონში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე...

მარიამ ქვრივიშვილი

1763886427

მსოფლიო

ნიგერიაში სკოლიდან ასობით ბავშვი გაიტაცეს

ცენტრალურ ნიგერიაში, პაპირიში კათოლიკური სკოლიდან 315 ადამიანი გაიტაცეს - 303 მოსწავლე და 12 მასწავლებელი. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული კაცები სკოლის შენობაში პარასკევს, ადგილობრივი...

ნიგერიანიგერია