შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, ქართველი ხალხი გამოვიდა არა 4 საათზე დაანონსებულ დამხობაზე, არამედ დილის 8 საათიდან საარჩევნო უბნებზე და თავისი სიტყვა თქვა არჩევნების გზით

„მინდა ყველას, მთლიანად ქვეყანას მოგილოცოთ წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ციკლი ამით დასრულდა - შარშან პარლამენტის არჩევნებით, შემდეგ პრეზიდენტის არჩევით და წელს, 4 ოქტომბერს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევით. ამით, ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანო დაკომპლექტებულია და არის შესაძლებლობა, რომ მომდევნო 3 წელი ქვეყანა სრულად იყოს კონცენტრირებული განვითარების იმ გეგმებზე, რომელიც როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას წარდგენილია გამარჯვებული გუნდის მიერ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, რომელმაც 4 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე თავისი ნება არჩევნების გზით გამოხატა.

„მიხარია, რომ მილიონ 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და ამით, თვითმმართველობის არჩევნებზე საპარლამენტო არჩევნების შედეგი გავიმეორეთ. ეს უფრო მაღალი შედეგია, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჰქონდა. ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო უპირველეს ყოვლისა, თითოეულ მოქალაქეს, ვინც 4 ოქტომბერს მივიდა საარჩევნო უბნებზე და თავისი პოლიტიკური პრეფერენცია დააფიქსირა, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მოქალაქეებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაამყარეს ის დემოკრატიული მანდატი, რომელიც ხელისუფლებას აქვს. ამით, მათ გაამყარეს ასევე რწმენა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს გარკვეულწილად იყო, მათ შორის, ერთწლიანი, გარედან თავსმოხვეული პროცესის შეფასება.

„ამ არჩევნებითაც მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ხელისუფლების ნაბიჯების სისწორე, დაადასტურეს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორე, დაადასტურეს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, მათ შორის ის კანონები, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში მივიღეთ. დადასტურდა, რომ ყველა ამ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ გადაწყვეტილებას აქვს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა. ეს არის დემოკრატია. ხალხის სიტყვა არის მთავარი და ძალაუფლება მოდის ხალხიდან. ხალხმა, ამ ერთწლიანი საარჩევნო ციკლით, მისი ძალაუფლების მანდატი გადასცა მოქმედ ხელისუფლებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად წინასწარ დაანონსებულ დამხობის შეკრებას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ვაფრთხილებდით, მათ შორის მათ, ვინც უცხოეთიდან სოლიდარობას თუ მხარდაჭერას უცხადებდა - აღსრულდა კიდეც ის, რაც წინასწარ იყო დაანონსებული. გაისმა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ. ფაქტობრივად 90-იანი წლების კადრები გაგვახსენა ამ ყველაფერმა, როდესაც ტაშს უკრავდნენ ძალადობისკენ მოწოდებას. ეს დამაფიქრებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, რომელიც იმ დღეს წინასწარი განზრახვით შეიკრიბა იმისთვის, რომ ქვეყანა აერია და ამას აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებდა. დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა მალევე ჩაიშალა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომლებმაც ძალადობის აღკვეთა შეძლეს.

„25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 2 მძიმედ დაშავდა. ჯგუფები, რომლებიც აანონსებდნენ ან ძალადობას, ამ ჯგუფების მედია მხარდამჭერი პლატფორმები, ონლაინ თუ ტელემედია და ამ ჯგუფების მხარდამჭერი უცხოური ჯგუფები- არცერთმა არ მოიკითხა ამ პოლიციელების მდგომარეობა, რაც ასევე მიუთითებს იმ გულცივ დამოკიდებულებაზე, რომელიც არსებობს ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ ზოგიერთ ჯგუფებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760374791

საზოგადოება

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლ...

 ირაკლი კირცხალიამ

1760374609

მსოფლიო

ტრამპმა და რეგიონის ლიდერებმა შარმ-ელ-შეიხში ღაზის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რეგიონის სხვა ლიდერებთან ერთად ღაზის სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ ისტორიულ მომენტს ტრამპმა „ძალიან მნიშვნე...

ტრამპმა და რეგიონის ლიდერებ

1760370810

საზოგადოება

სუსმა ტელეკომპანია „იმედის“ მიმართვის საფუძველზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

ტელეკომპანია „იმედის“ მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. „ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძი...

სუსისუსი

1760366158

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი ბრიუსელზე: ვიდრე დუმილის რეჟიმი იქნება შენარჩუნებული, ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმის უფლება, რომ ეს დუმილი მივიჩნიოთ საქართველოში ექსტრემისტული ძალების ერთგვარ მხარდაჭერად

ვფიქრობ, რომ ამის ანალიზი უნდა დავიწყოთ არა 4 ოქტომბრის შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან და მათი დუმილიდან გამომდინარე, არამედ 4 ოქტომბრამდე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ გაკეთებული განცხად...

თორნიკე ჭეიშვილი

1760364919

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში თვალს არ ხუჭავს იმისთვის, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები იყოს გატარებული და საზოგადოებას ჰქონდეს მშვიდ ვითარებაში განვითარების შესაძლებლობა

„დღეს მორიგი მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული ოპერაცია ჩატარდა ჩვენი სპეცსამსახურების, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ და თავიდან არის აცილებული მორიგი საფრთხე, რომელიც იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად...

თორნიკე ჭეიშვილი