თორნიკე ჭეიშვილი ბრიუსელზე: ვიდრე დუმილის რეჟიმი იქნება შენარჩუნებული, ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმის უფლება, რომ ეს დუმილი მივიჩნიოთ საქართველოში ექსტრემისტული ძალების ერთგვარ მხარდაჭერად

ვფიქრობ, რომ ამის ანალიზი უნდა დავიწყოთ არა 4 ოქტომბრის შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან და მათი დუმილიდან გამომდინარე, არამედ 4 ოქტომბრამდე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიუსელის დუმილზე საუბრისას.

ჭეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი ჰიპერი გამოდიოდა დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალების შეკრებასთან მიმართებით და ამბობდა, რომ ის ფაქტობრივად მხარს უჭერდა ამ ძალადობრივ აქციას.

„ყველამ ძალიან კარგად იხილა რეალურად რომელი „ევროპული ღირებულებების“ დასაცავად იყო რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ძალადობრივი აქციის მონაწილე და რა დაატრიალეს თბილისის ქუჩებში. ევრო ბიუროკრატიის მხრიდან არ გვინახავს გულწრფელი პოზიცია და ბოდიში იმასთან მიმართებით, რომ ფაქტობრივად წახალისებას ახდენდნენ.

ვიდრე დუმილის რეჟიმი იქნება შენარჩუნებული, ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმის უფლება, რომ ეს დუმილი მივიჩნიოთ საქართველოში ექსტრემისტული ძალების ერთგვარ მხარდაჭერად. მათგან ახლა ძალიან მარტივია, რომ ერთი მკაფიო განცხადება გაკეთდეს, რომლითაც ისინი გაემიჯნებოდნენ და დაგმობდნენ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ყველას ეტყოდნენ, რომ ასეთი გზებით და ასეთი პროცესების ფონზე არ შეიძლება სახელმწიფოში ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია პოლიტიკოსობასა თუ საზოგადოებრივ აქტორობაზე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760363475

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის სექტორში მორიგი რეკორდული მაჩვენებლები არის სწორი პოლიტიკის და სწორი სამოქმედო გეგმის, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგი

„მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის ტურისტს უმასპინძლა, რაც სწორი პოლიტიკისა და სწორი სამოქმედო გეგმის, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგია“, - ამ...

მარიამ ქვრივიშვილი

1760363043

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მას აინტერესებს საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ის ვინც შეანელებს რუსეთის შესაძლო აგრესიას ევროპის მიმართულებით

„როგორც კი საქმე მიდგა ესტონეთის ინტერესთან, ესტონეთმა გადადგა რადიკალური ნაბიჯები - საზღვარი გადაკეტა, ატეხა განგაში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ესტონეთის საგარეო საქმე...

გიორგი ვოლსკი

1760361471

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7111 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7117 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1760358742

ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა. იუსტიციის სამინისტროს ინფ...

იუსტიციის სამინისტრო

1760356408

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ტრაგიკული მდგომარეობაა, როდესაც ცდილობ ძალადობა გაამართლო იმით, რომ ღობე ისედაც მორყეული იყო

„გადაჭრილ ღობეზე საუბარი სასაცილოა, 3 ოქტომბერს ვიდექი, ქლიბით ხელში ვიყავი და სასახლის ღობეს ვქლიბავდი, სხვათა შორის, მთელი ღამე მოვანდომე, შემდეგ, მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლი...

ლევან მაჭავარიანი