თორნიკე ჭეიშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში თვალს არ ხუჭავს იმისთვის, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები იყოს გატარებული და საზოგადოებას ჰქონდეს მშვიდ ვითარებაში განვითარების შესაძლებლობა

„დღეს მორიგი მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული ოპერაცია ჩატარდა ჩვენი სპეცსამსახურების, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ და თავიდან არის აცილებული მორიგი საფრთხე, რომელიც იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად ჩვენი ქვეყანა მდებარეობს გამოწვევებით აღსავსე რეგიონში, ყოველთვის არსებობს გარკვეულ კონტექსტში“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა სუსის ინფორმაციას, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აჭარაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

„სწორედაც უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სპეცსამსახურების პრეროგატივა არის ის რომ მაქსიმალურად ფხიზლად იყვნენ შესაბამის გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის. ჩვენ აუცილებლად ხაზგასმით უნდა გამოვყოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შესაბამისი დანაყოფების ძალიან მაღალეფექტიანი საქმიანობა და დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ ამისათვის, ვინაიდან გასულ პერიოდშიც ვიხილეთ არაერთი საქმის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ე.წ. ჰექსოგენის საქმე, თბილისის მახლობლად აღმოჩენილი შეიარაღების საქმე და ა.შ.

ზოგადად ჩვენს ქვეყანას შეიძლება სხვადასხვა ძალები უქმნიდნენ საფრთხეს, ამავდროულად სხვადასხვა მოტივები იყოს ამის უკან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე არის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თვალს არ ხუჭავს იმისათვის, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები იყოს გატარებული და ჩვენ საზოგადოებას, სახელმწიფოს ჰქონდეს ამ მშვიდ ვითარებაში განვითარების შესაძლებლობა. შეიძლება ერთ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო იყო ვიღაცის მიერ მოაზრებული როგორც ერთგვარი სატრანზიტო დერეფანი და როგორც ერთგვარი პლაცდარმი გარკვეული ძალების რეკრუტირებისთვის, მეორე მხრივ შეიძლება აქ პირდაპირ სპეცსამსახურები კონკრეტული სახელმწიფოებისა გეგმავდნენ, რომ ძალადობრივი გზით მოეხდინათ ხელისუფლების შეცვლა, სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ მიუხედავად იმისა, საიდან მომდინარეობს ეს საფრთხე, ჩვენ ვხედავთ ძალიან მაღალი დონით შესრულებულ შესაბამის ოპერაციებს და რა თქმა უნდა ეს ხაზგასასმელია და იმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760361471

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7111 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7117 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1760358742

ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა. იუსტიციის სამინისტროს ინფ...

იუსტიციის სამინისტრო

1760356408

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ტრაგიკული მდგომარეობაა, როდესაც ცდილობ ძალადობა გაამართლო იმით, რომ ღობე ისედაც მორყეული იყო

„გადაჭრილ ღობეზე საუბარი სასაცილოა, 3 ოქტომბერს ვიდექი, ქლიბით ხელში ვიყავი და სასახლის ღობეს ვქლიბავდი, სხვათა შორის, მთელი ღამე მოვანდომე, შემდეგ, მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლი...

ლევან მაჭავარიანი

1760354664

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, ინდულგენცია ვერ იქნება ვერანაირი პროფესია

კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, კანონი ყველასთვის არის თანასწორი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1760353279

ახალი ამბები

წალკაში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დადასტურდა - რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარ...

ძაღლის ცოფი