შალვა პაპუაშვილი: ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი „მეხუთე კოლონა“ რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, მაგრამ უცვლელია მიზანი - სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან

25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს.

მისი თქმით, 25 თებერვალი ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს.

,, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ აიღო თბილისი და საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძალით ჩაახშო. დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რესპუბლიკად გადაიქცა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიდა დაპირისპირებაში ბოლშევიკებმა დაამარცხეს მენშევიკები და საქართველო 70 წლით ახალი იდეოლოგიისა და წითელი იმპერიის ტყვეობაში აღმოჩნდა.

ამ 70 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნა ინდუსტრია, წარმოება, განვითარდა ეკონომიკა, გაძლიერდა განათლება, ახალ სიმაღლეზე ავიდა ხელოვნება, კულტურა, მემკვიდრეობაზე ზრუნვა. საბჭოთა წიაღშივე აღორძინდა ქართული ნაციონალიზმი და ეროვნული თვითშეგნებაც, რომლის ფესვებიც ღრმად იყო გადგმული წინა საუკუნეებში. ჩვენ გვყავდა მეცნიერთა, ინტელიგენტთა, ხელოვანთა და კულტურის მოღვაწეთა არაერთი დიდებული პლეადა.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვქონდა მთავარი - დამოუკიდებლობა.

არასოდეს, ჩვენი ისტორიის მანძილზე ქართველს არ მიუტოვებია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ იმპერიულ სივრცეში უხდებოდა არსებობა.

25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა.

მეტიც, ჩვენი დამოუკიდებლობის ხიშტით ხელყოფას დაემატა მისი სიტყვით ხელყოფა, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას - ქართველთა ტვინების ოკუპაცია, კომუნისტური ინტერნაციონალი ჩაანაცვლა ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, თბილისის თავზე წითელი დროშის აღმმართველი ორჯონიკიძე კი, უცხო დროშების მოფრიალე უსამშობლოებმა.

ისტორია გვაჩვენებს, რომ გარე აგრესია შიდა სისუსტით ძლიერდება. ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი "მეხუთე კოლონა" რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, იცვლება ფორმები, მაგრამ უცვლელია მიზანი - სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან.

25 თებერვალი აუცილებლად უნდა იყოს ამის შეხსენებაც.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა ვითარებაში ვცხოვრობთ, უნდა გვახსოვდეს რა ფასი გადაიხადა საქართველომ თავისუფლების სიყვარულისთვის, უნდა ვიცოდეთ დამოუკიდებლობის ნამდვილი ღირებულება.

დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს.

25 თებერვალი ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს,” - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771999074

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: რეფორმის ერთადერთი მიზანია, საქართველოში სტუდენტებმა მიიღონ იგივე ხარისხის განათლება, რომელსაც მიიღებდნენ ევროპის რომელიმე წამყვან ქვეყანაში

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ერთადერთ მიზანს წარმოადენს, რომ საქართველოში სტუდენტებმა მიიღონ იგივე ხარისხის განათლება, რა განათლებასაც ისინი მიიღებდნენ ევროპის რომელიმე წამყვან ქვეყანაში...

ლევან მაჭავარიანი

1771996910

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: დასანქცირება ერთსახად ემსახურება მიზანს, რომ ტელევიზიებმა - „იმედმა“, POSTV-მ საკუთარ მაყურებელს არ მიაწოდონ სიმართლე

ეს ფაქტი [დასანქცირება] ერთსახად ემსახურება მიზანს, რომ ამ ტელევიზიებმა [„იმედი“, POSTV] საკუთარ მაყურებელს არ მიაწოდონ სიმართლე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ...

ლევან მახაშვილი:

1771995786

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი დებატებზე: ხელისუფლებამ თავად მოითხოვა ეს ყველაფერი და ის მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი და დისკუსია ამა თუ იმ თემაზე. ეს გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას, ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას

აუცილებელი იყო, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს პროცესები დაძრულიყო. პარლამენტში როცა გამოვდიოდი, მოვუწონე ეს გზავნილი პრემიერს, რომ დადგა დრო და ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა დებატებთან დაკავში...

მიხეილ ყაველაშვილი

1771994930

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: უკრაინაში ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, ფხიზლად და მომზადებული უნდა ვიყოთ

განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნეს მეთქი, თურმე ამ პროცესების მიზეზი, [რუსეთ-უკრაინის] ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შე...

მიხეილ ყაველაშვილი

1771966771

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: 4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი, ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით

4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი. ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით, - ამის შესახე...

მიხეილ ყაველაშვილი