მიხეილ ყაველაშვილი დებატებზე: ხელისუფლებამ თავად მოითხოვა ეს ყველაფერი და ის მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი და დისკუსია ამა თუ იმ თემაზე. ეს გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას, ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას
აუცილებელი იყო, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს პროცესები დაძრულიყო. პარლამენტში როცა გამოვდიოდი, მოვუწონე ეს გზავნილი პრემიერს, რომ დადგა დრო და ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა დებატებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა“.
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებამ განსხვავებული აზრიც უნდა მოისმინოს.
"მე რამდენიმე დებატს ვუყურე და იქაც გამოიკვეთა, ვინ რით სულდგმულობს, ვინ მსჯელობს პროფესიონალურად, ვის უნდა, რომ საზოგადოებას გააგებინოს თავისი, ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი. დაანახვოს, რომ ჯანსაღად და პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს. ასევე მიწვეული იყო რამდენიმე ადამიანი და პირდაპირ გამოჩნდა, რომ მათი შეხედულებები, დამოკიდებულება, მსჯელობის კულტურა პოპულიზმთან იყო ძირითადად კავშირში და არა საგნობრივ კამათთან. ეს დავინახეთ, მაგრამ ეს საწყისი ეტაპია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი ამა თუ იმ თემაზე. მანვე აღნიშნა, რომ ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ეს სჭირდება საზოგადოებას.
„ხელისუფლებამ თავად მოითხოვა ეს ყველაფერი და ის მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი და დისკუსია ამა თუ იმ თემაზე. ეს გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას, ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას. ეს არის ჯანსაღი საზოგადოებისთვის, ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინ რა პოლიტიკური გემოვნების არ უნდა იყოს. ეს ხომ ელემენტარული უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს. როგორ შეიძლება, ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებდეს და რა საკითხზე უნდა ისაუბრო მასთან? როცა გამცირებს, როგორ შეიძლება, რამე თემაზე გქონდეს დებატი, ეს ხომ შეუძლებელია? იმსახურებს თუ არა დისკუსიას ჩვენი საზოგადოება? ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დაგვიანებულიც არის დებატები, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, დროც არის და პასუხისმგებლობაც არის ხელისუფლების, რომ ეს პროცესები დაიწყო. რა თქმა უნდა, პირველი გადაცემები ისეთი ვერ იქნება, მაგრამ მე ვნახე რამდენიმე გადაცემა და უმჯობესდება. ძალიან კარგი იყო მაგალითად, „რუსთავი 2“-ზე გუშინდელი გადაცემა, თითქმის პროფესიონალების თავშეყრა იყო სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება იღებს სრულყოფილ ინფორმაციას და არჩევანიც არ გაუჭირდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ როდესაც პოლიტიკოსი არ იყენებს შესაძლებლობას პირდაპირ ეთერში ესაუბროს საზოგადოებას, ესე იგი მას სხვა დღის წესრიგი აქვს და ესეც მილევადია.
„წარმოიდგინეთ, რა სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. პოლიტიკოსი რომ გქვია, შესაძლებლობა გეძლევა ნებისმიერ სივრცეში, საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ესაუბრო და ამ შანსს არ იყენებ, ხომ სხვა დღის წესრიგი აქვთ? გარედან რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. ჩვენ ხომ ვნახეთ, როგორ ემსახურებოდნენ გარედან დაკვეთებს, შარლ მიშელიდან დაწყებული, ვის საფარქვეშ არ იყო ეს ხალხი და დღემდე ასე არიან. მეცოდებიან, მაგრამ მილევადია. ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, ქვეყანა ვითარდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
1771966771
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: 4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი, ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით
4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი. ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით, - ამის შესახე...
1771965824
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს
ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რის გამო ხდებოდა პროტესტი საქართველოში, ამხელა ვნებათაღელვა, გამჭვირვალობაზეა საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის...
1771965243
ახალი ამბებისაბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა
საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. ამ დღეს, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საქ...
1771964971
ახალი ამბებისაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის მსხვე...
1771964131
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ოთხი წლის თავზე ხმამაღლა შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე ყოველთვის მკაფიო იყო. „...



























