მიხეილ ყაველაშვილი: უკრაინაში ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, ფხიზლად და მომზადებული უნდა ვიყოთ

განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნეს მეთქი, თურმე ამ პროცესების მიზეზი, [რუსეთ-უკრაინის] ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სულ რამდენიმე, ქვეყანა იყო, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა დიდ ქვეყნებს, ჩარეულიყვნენ და ომი შეეჩერებინათ.

„განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნეს მეთქი, თურმე ამ პროცესების მიზეზი, ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შეფასებები. ჯერ ერთი, აშშ-ის პრეზიდენტი პირველივე დღიდან ამბობდა, ის რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა, ხომ? ჩვენ პირველი დღეები გვახსოვს, მანამდე მოწოდებები და მინიშნებები ბაიდენის მხრიდანაც, რომ ეს ომი დაიწყება და გარდაუვალია ეს პროცესები? სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ქვეყანა ვიყავით, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა ამ დიდ ქვეყნებს, ჩაერიეთ, რომ ამ პროცესების შეჩერება როგორმე მოხდესთქო. ფაქტია, ეს მაშინაც შესაძლებელი იყო. მგონი, აღარ არის დამალული, საზოგადოებამ იცის, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. არის სპეკულაციები, რაღაც შეხვედრები, თითქოსდა გამოიკვეთება, რომ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გრძელდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ისეთ რეგიონშია, რომ ომის დასრულების შემდეგაც ვერ შეძლებს მოდუნებას, რადგან მუდამ მტკიცედ და ფხიზლად უნდა იყოს.

„მე მაქვს გამბედაობა, ასე მყარად ვსაუბრობ ჩვენ ქვეყანაზე, ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე და დღევანდელ მდგომარეობაზე, რადგან პირნათელი, მართლები ვართ, რატომ ვიქცეოდით ასე და რა გვქონდა მხედველობაში მაშინ, რისთვისაც გვამუნათებდნენ. გვებრძოდნენ ჩვენივე მოქალაქეები, აქციებს გვიმართავდნენ აქ, როგორმე მოეხდინათ ჩვენი პროვოცირება, ჩავრთულიყავით. ყველა აკეთებდა ამას, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვები, გახსოვთ ელჩის გაწვევა, აქ პროვოკაციები და ასე შემდეგ, გარეთაც ეს ბიუროკრატია, მათი ქმედებები. თურმე, როგორი გამალებული ვაჭრობა მიმდინარეობდა რუსეთთან და ჩვენ აქ სანქციებზე მოგვიწოდებდნენ. ეს ყველაფერი გამოაშკარავდა, მაგრამ, აბა, გაუბედონ ფონ დერ ლაიენს ან კაია კალასს ამ წარმომადგენლებმა რამე კრიტიკული. ეს ხომ ყველას თვალწინ ხდება და პირდაპირ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ იყო ეს გაჟღერებული? აღარაფერს ვამბობ ამ ფონდებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო. ეს ყველაფერი ხელის გულზეა, აღარ არის დამალული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი არ ჩერდება. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ვერაფრის დიდებით ვერ მოხდება, რომ ჩვენ დავკმაყოფილდეთ და მოვეშვათ, გამორიცხულია.

ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ და ისეთი სახელმწიფო ვართ, ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ფხიზლად, მტკიცედ და მომზადებული უნდა ვიყოთ ასეთი დაძაბულობის რეჟიმში. ჩვენი განათლების სისტემა, ჩვენი ცხოვრების წესი, ყველაფერი ამას უნდა მიესადაგებოდეს, თორემ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, სხვანაირად გადარჩენა არ გვიწერია. თუ გადავრჩით, მხოლოდ ამ ერთიანობით, შემართებით და დამოკიდებულებით გადავრჩით. ეს არის ჩვენი ხედვა. უნდა მოხდეს უფრო მეტად სრულყოფა ინსტიტუტების, მიმართულებების, რომ თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი, შეძლებული, ჯანმრთელი, პატრიოტი, განათლებული და გონიერი, პასუხისმგებელი საკუთარ ქვეყანაზე, ოჯახზე, რწმენაზე და ტრადიციაზე. ასეთი ქვეყანა გვინდა ჩვენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული ვინმეზე და ეს პროვოკაციები აირიდა თავიდან, მაგრამ პროვოკაციები არსად წასულა.

„ჩათვალეთ, ეს „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება იგივე გზაა, რაც აქ გამოსვლები, მოწოდება იყო, მოხალისეების გაშვება და ა.შ. ერთი და იგივე ქსელია. მანამდე, იყო მოწამვლის თემა, „ბიბისიმ“ თავს უფლება მისცა, ფეიკ გადაცემა გაეკეთებინა ჩვენ ქვეყანაზე. ძალიან გული მტკივა უკრაინელ ხალხზე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაში გვაცხოვრებდნენ, თითქოს ერთნი ვართ, იმის ბედი ჩემი ბედია. როგორ არის იმის ბედი ჩემი ბედი? აბსოლუტურად განსხვავებულია ყველანაირად, მაგრამ პატივსაცემი; მეგობრები, გულშემატკივარი ვართ და გავაკეთეთ კიდეც. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ეს ქართველის ბუნებაა, წარმოუდგენელია, სხვანაირად მოქცეულიყო, მაგრამ ის, რომ მე ამ ქვეყანასთან ერთად ომში მითრევ და მეუბნები, ერთნი ვართო, ერთი დროშა გვაქვსო, ჩემი დროშა გააფერადე, უკრაინის ფერებში დამიხატე და ჩემს ბავშვებს აჩვენებ, რომ ეს არის მომავალიო, ეს სიგიჟე უნდა დავამთავროთ და დავამთავრეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771966771

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: 4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი, ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით

4 ოქტომბერი არის საჩვენებელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ხორციელდებოდა პროცესი. ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით, - ამის შესახე...

მიხეილ ყაველაშვილი

1771965824

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს

ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რის გამო ხდებოდა პროტესტი საქართველოში, ამხელა ვნებათაღელვა, გამჭვირვალობაზეა საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის...

მიხეილ ყაველაშვილი

1771965243

ახალი ამბები

საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. ამ დღეს, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საქ...

საბჭოთა ოკუპაციის დღე

1771964971

ახალი ამბები

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის მსხვე...

პარლამენტის სასახლე

1771964131

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ოთხი წლის თავზე ხმამაღლა შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე ყოველთვის მკაფიო იყო. „...

მაკა ბოჭორიშვილი