შალვა პაპუაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის
მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია წმინდა სინოდს ჰქონდეს საშუალება თავად გამოარჩიოს ღირსეული კანდიდატი.
„მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ერთადერთი, რომ კარგად დავაკვირდეთ, კიდევ კარგად დაგვანახებენ სახეს შინა თუ გარე „კეთილის მსურველები“, როგორ შეეცდებიან, რომ ჩაერიონ ამ პროცესში.
კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია წმინდა სინოდს ჰქონდეს საშუალება თავად გამოარჩიოს ღირსეული კანდიდატი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებითვე, „ვხედავთ ჩვენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული მედია პირდაპირ უძღვნის უკვე სტატიებს თუ სიუჟეტებს ამ ფაქტს, ვინ იქნება, ვინ არ იქნება და ა.შ.“
„პარტიული მედია ამაში ჩართულია. ვხედავთ კვლავ, მათ შორის თავდასხმას სხვადასხვა იერარქიის წარმომადგენლებზე, მოსაყდრეზე ვხედავთ განსაკუთრებით თავდასხმას. ჩემი სურვილი იქნება და მოვუწოდებ ყველას, რომ ყველანაირად თავი შეიკავონ ამ პროცესებისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით და შესაბამისი პასუხები გაეცემა, თუკი ვიგრძნობთ ჩვენ გარე ჩარევას ამ პროცესებში. სწორედ გარე ჩარევაა, როდესაც უცხოური დაფინანსებული მედია ცდილობს სხვადასხვა მადისკრედიტირებელი კამპანიების წარმოებას“, - აღნიშნა მან.
1774681691
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დაა...
1774680651
ახალი ამბებიდუშეთში მკვლელობა მოხდა - შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვ...
1774678885
მსოფლიოტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა - „უნდა გახსნან ტრამპის სრუტე“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამი-ბიჩში, FII Priority Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა. „მათ ეს უნდა გახსნან, მათ უნდა გახსნან ტრამპის...
1774677615
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მარტს საქართველოში
28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე წვიმა იქნება, დღისით ჰაე...
1774643758
ახალი ამბებირუბიო: აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში ირანთან ომის დასრულების შემდეგ მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას...































